• რეკლამა
  • კონტაქტი
00:10, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ველურობა”; “არ გიფიქრიათ, რომ ხანდახან კრიტიკაში შესაძლოა, უსამართლო იყოთ?” – გიგა ბოკერია და დეა მამისეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:30 01-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,156

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მთავარი არხის ეთერში ამბობს რომ ევროპული საქართველოს თემებს დღის წესრიგის თვალსაზრისით მედია იშვიათად იტაცებს.

“ოღონდ ამას წუწუნის სახით არ ვიძახი, ეს არის მოცემულობა და ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს ბარიერი. ამ ბარიერის გადალახვისთვის ვიყენებთ იმ მეთოდებს, რაც ჩვენს ხელშია, მათ შორის, თქვენს ეთერს” – თქვა ბოკერიამ, რაზეც მთავარი არხის წამყვანმა დეა მამისეიშვილმა უპასუხა, რომ მის არხს ევროპული საქართველოს კამპანია ბევრჯერ გაუშუქებია.

დეა მამისეიშვილი:

–არ გიფიქრიათ, რომ ხანდახან კრიტიკაში შესაძლოა, უსამართლო იყოთ”?

გიგა ბოკერია:

–როგორ შეიძლება მედიის მხრიდან თქმა, რომ რახან ჩვენ გაგვაკრიტიკეს, ამიტომ დაგსჯით და აღარ გავაშუქებთ თქვენს ნიუსებს? ეს არის ველურობა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ გიგა ბოკერია “ბევრჯერ იყო” მის ეთერში, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მედიის ნაწილი პარტიის ახალ წევრს, თამარ ჩერგოლეიშვილს კრიტიკის გამო აღარ იწვევს.

“მინდა შეგახსენოთ, ჩემ გარდა, პარტიაში არის… ჩემს ოჯახის წევრს ეხება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? პოლიტიკაში შემოვიდა ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან მიმართებით ეს განაცხადი გაკეთებული აქვს მედიის ნაწილს, რომ რაკი ის თავს დაესხა ამა თუ იმ მედიის ყოფილ ხელმძღვანელს, ან პოლიტიკურ ფიგურას, სააკაშვილს, ამიტომ უნდა იყოს მოკვეთილი.

ეს მაგალითები არის ცუდი მაგალითები არამარტო ჩვენთვის, არამედ, პოლიტიკური კლიმატისთვის. არ შეიძლება, მედიამ ვინმეს უთხრას, რომ ვინც მე მაწყენინებს, იმას აღარ მოვიწვევ. რა გამოვა იცით? ვინც ქვეყანას აზიანებს, იმის მოწვევა შეიძლება, ან უპრინციპოა სრულიად, მაგალითად – გუბაზ სანიკიძე, მაგალითი იმისი, როგორ შეიძლება ადამიანი გუშინწინ ნატოს აბრალებდეს საქართველოს დაშლას, სააკაშვილს სომხობას და საოცრებებებს.

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, არსებობს რაღაც კრიტერიუმები: ვის ვინ მოწონს და არ მოსწონს, ვინ არის მწვავე, ვიღაცის აზრით აგრესიული, ვიღაცის აზრით არააგრესიული, ეგ არ არის კრიტერიუმი. კრიტერიუმი არის – რა არის ამბავი. ჩვენ შორის, რაკი თქვენ მკითხეთ, საჯარო დაპირისპირება რითი დაიწყო, იცით? თქვენს არხზე გავიდა სიუჟეტი, რომელსაც ერქვა ბუჩამდე იყო აფხაზეთი ანუ ჩვენი კამპანიის სახელი ერქვა. დაგვიკავშირდნენ ამ კამპანიის მონაწილეებს და გვთხოვეს მასალა, რომელიც, ბუნებრივია, საჯაროა და ნებართვაც არ სჭირდება, ოღონდ ვინმემ გამოიყენოს, მერე გააკეთეს სიუჟეტი ამ თემაზე და ევროპული საქართველო საერთოდ არ ახსენეს, თქვენი აზრით, ეს ადეკვატური გაშუქებაა?

დეა მამისეიშვილის თქმით, შეიძლება, ტელევიზიამ მიიღოს გადაწყვეტილება, მიიწვიოს ის, ვინც მას სურს, რაზეც ევროპული საქართველოს თავმჯდომარე პასუხობს – “უდავოდ, ოღონდ, არ შეიძლება იყოს კრიტერიუმი, მე ვინ მაწყენინებს, იმიტომ, რომ ეს არ არის ნორმალური”. წამყვანის რეპლიკაზე, “ვინც არის საინტერესო, მას ვიწვევთ ეთერში”, გიგა ბოკერიამ შეახსენა, რომ “ერთერთ არხზე, რომლის მფლობელიც ბატონი კეზერაშვილია, თამარ ჩერგოლეიშვილს იწვევდნენ თავის დროზე, მერე კეზერაშვილი გააკრიტიკა მწარედ და მას შემდეგ აღარ იწვევენ”.

წყარო – ტაბულა

თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved