• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ვაქ­ცი­ნე­ბის უქონ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­დის გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბა” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
18:42 06-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბაზე ამბობს:

“ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თგვა­რო­ვა­ნია. არც წყე­ნა მაქვს, არც სი­ხა­რუ­ლი. რა თქმა უნდა, გარე სივ­რცე­ში პირ­ბა­დის მოხ­სნა ზა­ფხუ­ლის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­დაც ვერ ატა­რებ­დნენ, მეს­მის და მი­სა­ღე­ბია. ღია სივ­რცე­ში, კაფე, ბარი, რაც კი მუ­შა­ობ­და ვხე­დავ­დით, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წესი და­ცუ­ლი არ იყო, ეს აუ­ცი­ლებ­ლად ძა­ლი­ან მკაც­რად უნდა გა­კონ­ტროლ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ღა­მით გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­კითხს, რა თქმა უნდა, მეს­მის, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წნე­ხის ქვეშ იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ 23:00 სა­ა­თის შემ­დეგ ამის მოხ­სნა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­ლში გა­და­ნაც­ვლე­ბას, თავ­ყრი­ლო­ბებს, ქე­იფს, მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ცუ­ლი არ გვყავს, ახა­ლი შტა­მე­ბია და ასე შემ­დეგ, ძა­ლი­ან რის­კის შემ­ცვე­ლია.

რო­გორც ზოგი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა ამ­ბობს, მსგავ­სი ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს თუ იღებ, მა­შინ უნდა თქვა, რომ სტუმ­რი­ა­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია, ერთ ადა­მი­ან­ზე მეტს ვერ მი­ი­ღებ. კი ბა­ტო­ნო, გა­რეთ არ ავ­კრძა­ლოთ, ვი­საც უნდა ღამე 01:00-02:00 სა­ათ­ზე ისე­ირ­ნონ, მაგ­რამ თავ­ყრი­ლო­ბე­ბის სახ­ლში პრე­ვენ­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აქ უნდა ჩაგ­ვე­დო რე­გუ­ლა­ცია, ამას შეც­დო­მად გან­ვი­ხი­ლავ.

ნე­ბის­მი­ე­რი რე­გუ­ლა­ცი­ის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა ადა­მი­ანს ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს თით­ქოს უხ­სნის, რაც მას უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­კენ უბიძ­გებს და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია იშ­ლე­ბა.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი ამ დროს რე­ა­ლუ­რად არ გვაქვს, მე ამ ყვე­ლა­ფერს, ასე ვა­ფა­სებ – ეს არის ვაქ­ცი­ნე­ბის უქონ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­დის, ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლით გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბა”

შეგახსენებთ, რაც შე­ე­ხე­ბა, „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ და­ახ­ლო­ე­ბით 5 000-მდე ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ციტს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნის მო­წო­დე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფერ­ხე­ბაა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბევრ ფაქ­ტორ­თან. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტი ძი­რი­თა­დად შე­იქ­მნა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ასე­ვე ცენ­ტრა­ლურ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ე.წ. ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში.

“ვაძლიერებთ ლოცვებს!” – რა არის კოვიდის მართვის ქართული ნოუ-ჰაუ? – ბიძინა კულუმბეგოვი
თეგები: ბიძინა კულუმბეგოვიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved