• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, ოთხშაბათი, 6 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც არც ერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ ყურადღება არ მიაქცია!“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
22:29 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,323

 ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი-პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე.

 

ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც არც ერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ ყურადღება არ მიაქცია – ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიისტომ განაცხადა, რომ შეხვდა  ნატო–ს გენერალურ მდივანს, იენ სტოლტენბერგს და დეტალურად განვიხილეთ ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების პროცედურაო. ფინეთს დაჩქარებული წესით, ეგრევე მიიღებენ ნატო–ში და ეს იქნება შედეგი რუსეთის უკრაინაში აგრესიისა. კი, რეფერენდუმი უნდა გაიმართოს ფინეთში, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ ფინეთის ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა „ჰელსინგერ სანომაატმა” ჩაატარა გამიკითხვა და 61% ემხრობა ქვეყნის ნატოში წევრობას, მხოლოდ 16% ეწინააღმდეგება. აქედან ჩანს, რა შედეგები დაიდება რეფერენდუმზე. გამოდის, რუსეთი უკრაინას ებრძვის იმიტომ, ნატო–ში არ შეხვიდე, ჩემს საზღვართან ნატო არ მინდაო და აგერ, სანკტ–პეტერბუგის ყურისძირში, ნატო–ს წევრი ქვეყანა ეყოლება. ფინეთი შევა ნატო–ში და ბალტიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე, სულ ნატო–ს წევრი ქვეყნები იქნებიან, თურქეთით დაწყებული, ფინეთით დამთავრებული. აი, რას მიიღებს მალე პუტინი.

ამას ისიც დაამატე, რომ პოლონეთის  ვიცე–პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, პოლონეთი მზად არის, ამერიკის ატომური ბომბები განათავსოს პოლონეთის ამერიკულ სამხედრო ბაზაზეო. ესეც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგია. პოლონეთშიც მიიღებს ატომურ ბომბებს რუსეთი, ისევ ყურის ძირში. რუსეთმა უკვე წააგო ომი დასავლეთთან. რას იზამს პუტინი? ახლა ფინეთს შეუვარდება ჯარით? მერე პოლონეთსა და უკრაინაშიც ომს განაგრძობს? გაწყდება წელში და დედა ეტირება. ახლა ზელენსკი სულ რომ აიძულონ და  მისთვის მიუღებელი ზავი დაადებინონ, რუსეთი მაინც წაგებული დარჩება დასავლეთთან ამ ომის შედეგებით.  ევროპა საბოლოოდ გამოფხიზლდა, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ რუსეთთან ცივილიზებული ურთიერთობა, ნორმალური ვაჭრობა, პარტნიორობა შეუძლებელია. პუტინი ძლიერი ტაქტიკოსია, მაგრამ არაფერია გრძელვადიან სტრატეგიაში, ვერ გათვალა, რომ ევროპა გაერთიანდებოდა. კიდევ რა მოხდა იცი, ევროპაში მთავარი? პრინციპებმა გაიმარჯვეს ფულზე. ევროპელებმა როდესაც დაინახეს, რომ სასწორზე დაიდო ფული, ბიზნესი, მოგება და მეორე მხარეს პრინციპები – დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სხვა დასავლური ღირებულებები, ადგნენ და პრინციპები აირჩიეს. აქამდე, ევროპაში სულ  ბიზნესი, ფული უგებდა პრინციპებს. 2008 წელს საქართველოში ომისას, 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს, ბიზნესმა მოუგო პრინციპებს, მაგრამ ახლა ევროპელებმა თქვეს, ჩვენთვის მთავარი ფული არ არის, მთავარია დემოკრატიული ღირებულებები, რითაც ჩვენ განვსხვავდებით დიქტატორული რეჟიმებისგანო. ეს უკვე ფილოსოფიურ განზომილებებში გადადის და ეს ჩინურია პუტინისთვის.

 

„გამოდის, ევროპა აფინანსებს – რუსეთსაც და უკრაინასაც… ანეკდოტური სიტუაციაა…“ – სოსო ცინცაძე

 

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ახალი ამბები

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

17:24 08-04-2025
კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
ახალი ამბები

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

17:21 08-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved