• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არის უაზრო, სასტიკი და ამაზრზენი ტრადიცია, რომელსაც არასდროს ვაღიარებ!“

ალია ავტორი - ალია
10:27 06-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დღეს უკვე ლომისობაა.. ჩემთვის დღესასწაული არ არის, იმიტომ რომ ამ უდანაშაულო არსებების კვლის დღეა. იმიტომ, რომ სიკეთის სახელით ასობით და ათასობით ასეთს მოკლავთ, ვითომ ღმერთს სწირავთ, არადა, ღმერთი საერთოდ არ ითხოვს არავის სიცოცხლის შეწირვას.

ეს არის უაზრო, სასტიკი და ამაზრზენი ტრადიცია, რომელსაც არასდროს ვაღიარებ (!) ცხვრის სიცოცხლე თქვენს ცოდვებს ვერ გამოისყიდის. ამის ბევრი ინფორმაცია არსებობს და თუ კარგად მოიძიებთ, ნახავთ. რამდენიმე ამონარიდს დავწერ:

„გულსატკენია, მას შემდეგ 20 საუკუნე გავიდა და საქართველოში დღესაც ბევრს სჯერა, რომ ცხვრის დაკვლით ღვთის წინაშე ქრისტიანულ მოვალეობას ასრულებს“. – მღვდელი დავითი.

„ამ სახით ცოდვათა შენდობა, რა თქმა უნდა, არ ხდებოდა, პირუტყვის სისხლით ვერ გამოისყიდებოდა ადამიანი. ადამიანი აღმატებულია ყველა ქმნილებაზე, აქედან გამომდინარე, მას არ შეეძლო შეეწირა თავის ცოდვაზე აღმატებული მსხვერპლი.“ – პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი.

მე დიდი ხანია მღვდლების და მამაოების არ მჯერა და არ ვაღიარებ, მაგრამ მორწმუნებეებმა და ღმერთზე ცხვრის შემწირველებმა, იქნებ მათ მაინც დაუჯეროთ.

ეს ჩემი ბეკოა, ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი კომპანიონი ცხოველი, რომელიც ზუსტად ისე მყავს, როგორც ძაღლი, კატა, ოჯახის წევრი. ისიც ერთ-ერთი შეწირული ცხვარი იქნებოდა ახლო მომავალში დარწმუნებული ვარ. თუმცა ახლა არაფერი მსგავსი არ ემუქრება არასდროს. ბეკო რომ სახლში მოვიყვანე, ძალიან ბევრი ადამიანისთვის დასაცინი გავხდი და ძალიან ბევრმა „ჩაქაფული“ შეარქვა, დღეს ჩემს გარშემო ყველამ იცის, რომ მასზე მსგავსი ხუმრობის უფლებაც კი არ აქვთ, იმიტომ, რომ მე არ ვთვლი მას შესაწირ და საჭმელ ობიექტად.

სულ ვცდილობ, ხალხს დავანახვო, როგორი უნიკალური არსებები არიან „საჭმელი“ არსებები.. სულ ვცდილობ, გადავუღო საყვარელი ფოტოები და ვიდეოები და რაც შეიძლება ბევრს ვანახო ის, რომ არანაირად არ განსხვავდება იმ ძაღლებისგან, რომლებიც სახლში გვყავს და ეს ნამდვილად ასეა.

ცოცხალი არსების, რომელიც ჩვენზე სუსტია, რომელიც ვერ ლაპარაკობს, ვერ გვეუბნება როგორ სტკივა, როგორ განიცდის, მოკვლა – დანაშაულია. ჩახედეთ მათ კეთილ თვალებში და მიხვდებით, რომ პატარა ბავშვს კლავთ მათი სახით.

ღმერთი არასდროს გვთხოვს მისი შექმნილი არსების მოკვლას და დამიჯერეთ, მათი კვლით მხოლოდ ცოდვებს იმატებთ.

ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, ძალიან ბევრი დასაკლავი ცხოველი გადავარჩინო და აუცილებლად ავიხდენ მალე. თქვენ კი აზრზე მოსვლას გისურვებთ“, – წერს ტასო ლოსაბერიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved