• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის თაღლითობა” – რატომ მყარდება ლარი

ალია ავტორი - ალია
12:26 06-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ფინანსისტი თემურ ბასილია სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის გამყარებას ეხმიანება. როგორც ბასილია წერს, ამ პერიოდში რაიმე ცვლილება არ მომხდარა, რასაც ლარის ასეთი გამყარება უნდა გამოეწვია. 
ბასილია ეროვნული ბანკის მოქმედებებს თაღლითობას უწოდებს. 

“რატომ მყარდება ლარი ბოლო პერიოდში?  
ამ პერიოდში არ მომხდარა რაიმე ცვლილება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რასაც ლარის ასეთი გამყარება უნდა გამოეწვია. პირიქით კი, თუ თურქულ ლირასთან დაკავშირებულ მოვლენებს შევხედავთ. 
ჩახედეთ ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების მაჩვენებლებს და პასუხსაც ძირითადად მიიღებთ: თუ მიმდინარე წლის 15 აპრილის მონაცემებით ეროვნულ ბანკს კერძო ბანკებზე 3 მილიარდი ლარი ე.წ. “რეფინანსირების სესხები” ჰქონდა მიცემული, 3 ივნისისთვის მისი ოდენობა 980 მილიონ ლარამდე, ანუ 3-ჯერ შეამცირა. 
ამ დროს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები “გვიმტკიცებენ” ფულის მასას არა აქვს გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეო. უკაცრავად, მაგრამ თაღლითობა ჰქვია ამას. 
ეს გახლავთ რეფინანსირების სესხების ოდენობა მიმდინარე წლის 15 აპრილიდან 3 ივნისამდე. (წყარო: ეროვნული ბანკის ვებ გვერდი) 
15 აპრილი, 2021 – 3,000,000,000 22 აპრილი, 2021 – 2,750,000,000 29 აპრილი, 2021   – 1,860,000,000 06 მაისი, 2021 – 1,126,000,000 13 მაისი, 2021 – 1,030,000,000 20 მაისი, 2021 – 940,000,000 27 მაისი, 2021 – 910,000,000 03 ივნისი, 2021 – 980,000,000,”- წერს თემურ ბასილია. 
ცნობისთვის, ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა აშშ დოლარსა და ევროსთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გამყარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved