• რეკლამა
  • კონტაქტი
10:34, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს არის სურათი, რომელიც უნდათ, რომ დახატონ – გიორგი ვოლსკი

ალია ავტორი - ალია
13:43 05-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა:

„ჯერ ამბობდნენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია, ოდესმე ვინმემ გადაიხადოს გირაო და ამაზე მელიას არ ჰქონდეს თანხმობა. ახლა შეცვალეს პოლიტიკა და წარმოუდგენიათ ვითარება ისე, რომ მელიას პოლიტიკური სიდიადის წინაშე ქედმოხრილი პროკურატურა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, აღებს კარებს და მელია, რომელმაც არ იცის რაშია საქმე, არც გირაოს გადახდა უნდა (ამავე დროს, უნდა, მაგრამ ისე, რომ მან არ იცოდეს), გარეთ გამოდის და ამ პოლიტიკური ძლევამოსილების შარავანდედით უერთდება დესტრუქციულ სტრატეგიას. ეს არის სურათი, რომელიც უნდათ, რომ დახატონ.

რეალურად მდგომარეობა სხვაგვარად არის. ყველა მხარემ გარკვეულწილად უნდა გადადგას ნაბიჯი ერთმანეთისკენ. გარკვეული კომპრომისი უნდა დაუდონ. დანაშაული ჩვენ თვალწინ მოხდა. თქვენს სატელევიზიო არქივებსაც რომ გადავხედოთ, ვისაც არ უნახავს, ყველას იგივე აზრი დარჩება. იყო დანაშაული, მათ შორის გირაოს პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. დანაშაულებათა მთელი თაიგულია, რომელსაც უნდა უპასუხონ სერიოზული მიდგომით, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისითაც. ნიკა მელია პარლამენტზე შეტევის ლიდერი იყო. მისი მოქმედებები სპონტანური და გარკვეული ემოციით განპირობებული არ იყო. კონკრეტული მიზანი იყო და ჩემი აზრი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის აზრს ემთხვევაა. ეს გამიზნული და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული იყო. თუმცა ამ თემაზე სასამართლოს ვერდიქტი არ არსებობს და დღეს წაყენებული ბრალდება შეიძლება, შეუცვალოს ხვალ გარკვეული ბრალდებით, თუ ამნისტიის იმ ვერსიას არ მივიღებთ, რომელსაც უმრავლესობა პარლამენტს სთავაზობს“

თეგები: გიორგი ვოლსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved