ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე:
,,სასწაულად „წარმატებული“ რეფორმა ჩაუტარებიათ ჯანდაცვაში ფსიქოტროპულ პრეპარატებთან დაკავშირებით — ბრავო!
რეალობა კი ასეთია:
• თვე-ნახევარია ამპულირებული დიაზეპამი საერთოდ არ იქნება ვერ შემოვიტანეთ
• გაბაპენტინი ერთი თვეა აღარ იშოვება და როდის შემოვა — კაცმა არ იცის.
• დიაზეპამის ტაბლეტებიც ერთი თვე არ იყო; ახლა თითქოს გამოჩნდა, მაგრამ არსებული მარაგი მაქსიმუმ ერთ თვეს ეყოფა იმ მოთხოვნას, რაც რეალურად არსებობს.
დიახ, წამლები თითქოს „გაიაფდა“.
მაგრამ ბადრაგირების ხარჯი 200%-ით გაძვირდა.
ანუ აბსურდი ასეთია:
წამალში იხდი 3 ლარს,
ბადრაგირებაში — 2800 ლარს.
აი ასეთი „ეფექტური“ რეფორმა მივიღეთ.
სავარაუდოდ იგივე მდგომარეობაა სხვა პრეპარატებზეც: ამოიწურა იმპორტიორი კომპანიების მიერ ადრე შემოტანილი და შემდეგ ჩამორთმეული მედიკამენტების მარაგი, ხოლო ახალი შესყიდვები — უბრალოდ არ არსებობს.
ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ბიუროკრატიული პრობლემა.
ეს არის სისტემური კრიზისი, რომლის ფასსაც პაციენტები და ექიმები ყოველდღე იხდიან.
და წინ ალაბათ ონკოლოგია არის ჩანაცვლებითი თერპია და ასე შემდეგ საოპერაციოები და მრვალი დარგი როემლიც ვერ გაძლებს სპეც კონტროლ დაქვემდაბარებული პრეპარატების დეფიციტის შექმნის პირობებში და მივიღებთ სავალალო შედეგებს! დაუძახეთ იმ ხალხს ვინც წლებია ამ სფეროში მუშოაბდა და უზრუნველყოფდა სტაბილურობას!! ეს მედიაკმენტები ბევრი დარგისთვის სასაციხლოდ მნიშნელოვანია!!!“














კომენტარები