• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის სახე იმის, რა უნდა ივანიშვილს, რომ გააკეთოს მთელ ქვეყანაში” – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
18:04 08-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია იმედის მიერ მათი პოლიტიკური რეკლამის “სიძულვილის ენის” მიზეზით დაბლოკვას ეხმაურება და ამბობს:

“ეს არის ტელეკომპანია, რომელიც თავის ეთერში რუტინულად უშვებდა ივანიშვილის რეჟიმის არა მარტო ძალიან აგრესიულ, ნეგატიურ კლიპებს, არამედ სარედაქციო კამპანიას აწარმოებდა, რომელიც რელიგიური და სხვა შუღლის გაღვივებით იყო სავსე. 

ჩვენ გვახსოვს თავის დროზე სისხლის მდინარეები, რომელიც კადრში იყო გადაცემის სარედაქციო ფონად. შემდეგ თვითონაც თქვეს, შეიძლება, ზედმეტი მოგვივიდაო. ჩვენ გვახსოვს ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს ბინძური ცილისწამების კამპანია, რომელიც იყო ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ, დავითგარეჯასთან დაკავშირებით – სავსე ტყუილებით და ქვეყნის ღალატის ცილისმწამებლური ბრალდებით, კონკრეტული ფაქტების მოგონებით. მათი სარედაქციო პროპაგანდა იყო “გარეჯი საქართველოა”. დღეს ეს ტელეკომპანია პოლიტიკურ თუნდაც მწვავე, მაგრამ ლეგიტიმურ კრიტიკას ბლოკავს.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის მქონე ტელევიზიებს ვალდებულება აქვთ, რომ გაუშვან ხელისუფლების კლიპები და პირიქით – ხელისუფლების მიმართ სარედაქციო თვალსაზრისით ლოიალურ, ამ შემთხვევაში, პირდაპირ პროპაგანდის ორგანო ტელევიზიებს, როგორიც არის იმედი, აქვთ ვალდებულება, რომ გაუშვან ხელისუფლების მიმართ მწვავე, კრიტიკული შინაარსის მქონე კლიპებიც. 

აქ თუ გაჩნდა საფუძველი კანონის ინტერპრეტაციის, რომ შინაარსში შედის შედის ტელეკომპანია და რასაც მისთვის მიუღებელი შინაარსის კლიპად მიიჩნევს, იმას არ გაუშვებს, მაშინ ეს რეგულაცია აზრს კარგავს. კანონის უტიფარი დარღვევაა იმედის მხრიდან. ეს პირველად არ ხდება, წინა კამპანიის დროსაც ასე მოიქცნენ და მარეგულირებელმა კომისიამ კამპანია დასრულებული რომ იყო, მაშინ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ იმედი კანონს არღვევდა.

ის, რაც ახლა ხდება კანონის უტიფარი დარღვევით, ცინიკური, ფარისევლური მოტივით ტელეკომპანია იმედზე, ეს არის სახე იმის, რა უნდა ივანიშვილს, რომ გააკეთოს მთელ ქვეყანაში, ყველა მედიასთან მიმართებაში. ამიტომ არის ეს განსაკუთრებით საგანგაშო, არა იმიტომ, რომ იმედი აკნონს არღვევს – ეს საერთოდ არ მიკვირს”.

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკა. იმედი ამტკიცებს, რომ რეკლამას ეთერში “სიძულვილის ენის” გამო არ გაუშვებს. ევროპული საქართველო სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს. 

(ვიდეო) – “სისხლი რომ ჩამოსდიოდათ კედელზე ის არხი გვესაუბრება სიძულვილზე” – “იმედმა” “ევროპულ საქართველოს” რეკლამის გაშვებაზე უარი უთხრა

თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved