• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის მილიარდების უაზრო ფლანგვა” – რომან გოცირიძე 2025 წლის ბიუჯეტზე

ალია ავტორი - ალია
13:08 10-06-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
584

პარლამენტარი რომან გოცირიძის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლისთვის გამოაქვეყნა, ზუსტად იმეორებს ხელისუფლების გასული წლების მიდგომებს და მმართველი პარტიის ფინანსურ ინტერესებსაა მორგებული. ამის შესახებ დეპუტატმა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.

რომან გოცირიძემ ორი მიმართულება გამოყო, რომელიც ბიუჯეტის პროექტშია ხაზგასმული და, პარლამენტარის თქმით, მხოლოდ ამომრჩევლის მოზიდვას ემსახურება.

“ეს არის იგივე ბიუჯეტი, თავისი მიდგომებით, რაც იყო ბოლო წლებში. ეს არის ფულის, მილიარდების, უაზრო ფლანგვა, მორგებული “ქართული ოცნების” პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებზე და, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიუჯეტიდან დიდძალი ოდენობის ფული იხარჯება ქართული ოცნების ბიზნესის მომსახურებისათვის.

ფინანსთა სამინისტროს პირველად დოკუმენტში აქცენტი მხოლოდ სოციალურ ნაწილზეა და ჰგონიათ, რომ ეს შესავალი მოხიბლავს ამომრჩეველს და წინასაარჩევნოდ მოიზიდავს მათ. მაგრამ სინამდვილეში ამის უკან სამარცხვინო რამ იმალება: პენსია იზრდება 20 ლარით. ეკონომიკური ზრდის და ფორმულის შედეგად, როცა ზრდას ემატება ინფლაცია, მაშინ გამოდის, რომ მატება 20 ლარზე ნაკლებიც გამოვა. არადა, არის ჩანაწერი, რომ ზრდა 20 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამ ტემპით რომ გაიზარდოს პენსია, ოპოზიციის მიერ ორიენტირებულ 1000 ლარს ის 30 წლის შემდეგ მიაღწევს.

მეორე, რაც დოკუმენტიდან თვალში საცემია ისაა, რომ გრანტები განახევრებულია. მაგრამ თუ სანქციები დაედო ქვეყანას, არა თუ გრანტები, ის კრედიტები, რაც ინფრასტრუქტურას, თავდაცვას ხმარდება და ის უზარმაზარი რესურსები, რაც მოდიოდა აშშ-სგან და ევროკავშირისგან – ყველაფერი გაჩერდება”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტარი ხელისუფლების რიტორიკას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტი დასავლური გრანტების გარეშეც ივსება, დემაგოგიას უწოდებს და აცხადებს, რომ შეჩერებული გრანტების სხვადასხვა პროგრამას ბიუჯეტის გვერდის ავლით აფინანსებდა.

“ეს დემაგოგიაა. ერთი შეხედვით, საბიუჯეტო გრანტები ყოველთვის ნაკლებია, მაგრამ ის უზარმაზარი დახმარებები, რომლებიც მოდიოდა სხვადასხვა არხებიდან, ბიუჯეტის გვერდის ავლით იყო. მაგალითად ც ჰეპატიტის პროგრამა სამთავრობო არ იყო, მაგრამ მედიკამენტები 2 მილიარდი დოლარი მაინც ეღირებოდა USAID-ის დაფინანსებით. ბევრი დახმარება შემოდიოდა ქვეყანაში ბიუჯეტის გვერდის ვალით.

ეს არის ტენდენცია, გაჩვენებენ, რომ გvიზღუდავენ გრანტებს, როგორც EU-ს გრანტი, დანიის მთავრობის, ამერიკის დაფინანსება გაგვიჩერდა… ეს იყო პირველი გაფრთხილება, “წინა-სასანქციო” სიგნალი, თორემ შემდეგ ეს გახდება ტოტალური”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved