• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის მეანაბრეების ძარცვა” – რაში ადანაშაულებს ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანკს რომან გოცირიძე?

ალია ავტორი - ალია
11:41 08-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“როცა “TBC ბანკში” და “საქართველოს ბანკში” ევროში განთავსებული ანაბრის წლიური პროცენტი არის ნული, ხოლო დოლარში ერთ პროცენტზე ნაკლები, ამით შანსი ეძლევა სხვა პატარა თუ საშუალო ბანკებს, გაუწიონ კონკურენცია ამ ორ დომინანტ ბანკს” – წერს სოცილურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე.

“რატომღაც არ ისმის მათი ხმა, იმათიც, რომლებიც ამ ორი ბანკისგან განსხვავებულ სარგებელს უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს. ასევე არ ცდილობენ აუხსნან მცირე მეანაბრეებს, რომ ქვეყანაში არსებობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანკში განათავსებ ფულს, რისკი თანაბრად არის დაზღვეული გარკვეული რაოდენობის შენატანებზე. ეს ხელს შეუწყობს დეპოზიტების დივერსიფიკაციას და არ იქნებიან მეანაბრეები ორი ბანკის მძევლები, რომლებიც ერთმანეთთან არიან გარიგებულები, სინქრონულად მოქმედებენ და აზარალებენ ხალხს.

როცა ანაბარზე პროცენტი ნულამდე ჩამოდის, სესხის პროცენტი კი კვლავ მაღალია (ე.წ. სპრედი), ეს არის მეანაბრეების ძარცვა.

როცა ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ არსებობს და არც რაიმე სხვა საშუალებაა დანაზოგების განთავსების, მოქალაქეები იძულებული არიან გახდნენ ბანკების მძევლები. არა თუ მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფო საპენსიო ფონდსაც კი მთელი თავისი ფული ბანკებში აქვს განთავსებული, რადგან სხვაგან ვერსად დაუბანდებია.

როცა ეროვნული ბანკი და მთავრობა ანებივრებენ ბანკებს იაფი ფულით, მაშინ ფიზიკური და იურიდიული პირების დანაზოგები ბანკების ნადავლი ხდება. სხვაგან ხომ ვერსად გაიქცევიან.

დეპოზიტებზე ახლახან დაწესებული საპროცენტო განაკვეთებით მეანაბრეები შემოსავლის მიღების ნაცვლად ზარალობენ კიდევაც, რადგან არასტაბილური ლარის პირობებში იძულებული ხდებიან ლარში მიღებული შემოსავალი უცხოურ ვალუტაში გადაიყვანონ, რის გამოც ანაბრის პროცენტი ვერ ფარავს კონვერტაციის და ინფლაციის შედეგად წარმოქმნილ დანაკარგებს.

მოკლედ, ერთადერთი, რითაც შეიძლება ორი ხარბი ბანკი დასაჯო, პატარა ბანკებში ანაბრების გადატანაა, მაგრამ სჭირდებათ კი ეს მათ? იმდენად პატარაა მათი როლი საკრედიტო ბაზარზე, რომ ამ ფულის ურისკოდ განთავსებასაც ხომ მუშაობა უნდა?

სხვა გამოსავალი მაინც არ არის-ჯანსაღი კონკურეცია ქმნის ფულის სამართლიან ფასს. ეროვნული ბანკი კი, როგორც ამ სფეროში ანტიმონოპოლიური რეგულატორი, რომელიც ათასი მავნე რეგულირებითაა დაკავებული, იმაზე ხუჭავს თვალებს, რაც აშკარაა და რაც ორი მსხვილი ბანკის არაწესიერ კონკურენციულ ქცევაში გამოიხატება.” – წერს რომან გოცირიძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved