ხელისუფლების გეგმა მარტივია, ეს არის ხაფანგი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ოპოზიციისთვის სტრატეგიულ ამოცანებზე აკეთებს აქცენტს.
ხელისუფლების გეგმა მარტივია – შეთანხმებიდან გასვლით ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესის დაგდება. ამ ფონზე არჩევნების ყიდვა და მერე მტკიცება დასავლეთისთვის, რომ ისევ მაგრად დგანან ფეხზე. ეს არის ხაფანგი…ამიტომ, ოპოზიციის სწორი პასუხია შემდეგი: მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ადგილობრივი არჩევნების დიდი ანგარიშით მოგება და ამ შემთხვევაში ისინი ქართველ ხალხთან ერთად აიძულებენ ხელისუფლებას შეასრულოს აღებული ვალდებულება. – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
კომენტარები