• რეკლამა
  • კონტაქტი
14:42, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის კატასტროფა… ეს არ ეხება მხოლოდ კეზერაშვილს…” – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
19:54 11-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილზე საუბრისას, ამბობს:

“იმ პოლიტიკურ გუნდში, სადაც მე ვიყავი, არავის არასდროს ჰქონდა შესაძლებლობა რამე ეკარნახა ჩვენი გუნდისთვის ან გუნდის შიგნით მანიპულირება შესძლებოდა. არავის, ვინც რაიმე რესურსით გეხმარება, იქნება ეს მატერიალური თუ სხვა, არ უნდა ჰქონდეს სხვისი ხელით მანიპულირების შესაძლებლობა თუ თავად პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობს. ეს არ არის დემოკრატიული წესი. როდესაც ერთი წლის წინ ეს ევროპულ საქართველოსთან მიმართებით მოინდომეს, ამას განხეთქილება მოჰყვა.

თავისთავად, ეს არ ეხება მხოლოდ კეზერაშვილს. ეს ეხება ვინც უნდა იყოს, ნებისმიერ სხვას – პირდაპირ თუ ირიბ დონორს. მე არაფერს ვადასტურებ, ვინ ვისი დონორი იყო, ამაზე არც მინდა საუბარი. ვინც უნდა ყოფილიყო, ის უნდა უჭერდეს ამა თუ იმ გუნდს მხარს იმიტომ, რომ მას სწორად მიაჩნია ფასეულობები, რასაც ეს პოლიტიკური გუნდი განასახიარებს.

ეს გამოწვევა [დონორის შესახებ] მთელ მსოფლიოში დგას. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებიც ანგარიშს უწევენ მრავალ ფაქტორს. ოღონდ, თუ ეს ანგარიშის გაწევა იმას გულისხმობს, რომ ისინი უნდა უყურებდნენ რას იტყვის დონორი ან დონორები, ან რას იტყვის ეს მედია თუ იმ მედიის მფლობელი და ასე მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს დამოუკიდებელი გეზი და შეგნება რა არის სწორი ქვეყნისთვის – ეს არის კატასტროფა საზოგადოებისთვის და ანგრევს მის საფუძველს.”

თეგები: გიგა ბოკერიადავით კეზერაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved