• რეკლამა
  • კონტაქტი
16:59, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების ყველაზე ამორალური და უზნეო ქმედება – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:36 05-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“რახან დავითგარეჯის საკითხი ბოლო დროს კვლავ აქტუალური გახდა, მინდა ცოტა ვრცლად შევეხო ამ თემას და ‘გარეჯი საქართველოა” კამპანიას.

თავისთავად კამპანიის გაცხადებული შინაარსი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მელაშვილის და ილიჩოვას დახმარებით მიყიდა/აჩუქა აზერბაიჯანს საქართველოს კუთვნილი დავით-გარეჯის ტერიტორია, არის სრულიად ელემენტარული ტყუილი, რადგან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც მოიცავს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადაო ტერიტორიას, კერძოდ ჩიჩხიტურის კელიებსა და უდაბნოს მონასტერს, არ არის ოფიციალურად შეთანხმებული და დელიმიტირებული. შესაბამისად ის ვერ იქნება ვერც გაყიდული და ვერც გაჩუქებული. სხვა რომ არაფერი, მარტო ეს ფაქტი სრულიად საკმარისი უნდა იყოს ყველა წესიერი ადამიანისთვის, რომ არ ილაპარაკოს ტერიტორიების გაჩუქებასა და გაყიდვაზე,

ასევე სრულიად ელემენტარული ტყუილია ისიც, თითქოს არსებობს რაღაც ჯადოსნური რუკა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება მელაშვილისა და ილიჩოვას ხელით სპეციალურად მალავდა და რომელიც აზერბაიჯანის მხარისთვის რომ ეჩვენებინათ, სადაო ტერიტორიას აზერბაიჯანი ან მაშინვე დათმობდა, ან შეიძლება მაშინვე არ დაეთმო, მაგრამ ყველანაირი არგუმენტი გამოეცლებოდა. ტყუილია იმიტომ, რომ ჯერ ერთი ამ რუკას არავინ მალავდა და ეფესბეშნიკ ხიდაშელის ჯეიმსბონდობა არ დაჭირვებია მის აღმოჩენას (ამ ოდიოზურ პერსონას რომ სახელისუფლო პროპაგანდა ლამის გმირად გვტენიდა, ეს კიდევ ცალკე სამარცხვინო ამბავია) და, რაც მთავარია, რუკის ვარგისიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ, საერთოდ სადაო საზღვრის დელიმიტაცია არის წმინდა პოლიტიკური და არა ტექნიკური საკითხი. არანაირი რუკით, არანაირი მათემატიკური ფორმულებით ან გეომეტრიული ნახაზებით ეს პრობლემა არ გადაიჭრება, თუ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები არ მივიდნენ პოლიტიკურ შეთანხმებამდე. ეს არის უმარტივესი ამბავი და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ანაბანა. ამ კონტექსტში რუკების მასშტაბებზე დავა არის მხოლოდ არაკვალიფიციურობის და პოლიტიკური უმეცრების ნიშანი. ერთი კი არა, ორმოცდაათი რუკა რომ ღაღადებდეს საქართველოს სასარგებლოდ (არადა აქ აზერბაიჯანსაც თავისი რუკები აქვს) ილჰამ ალიევის თანხმობის, ანუ მისი სუბიექტური ნების გარეშე, ეს საკითხი არ გადაწყდება, თუ რასაკვირველია აზერბაიჯანთან ომს არ ვაპირებთ და იმედია არ ვაპირებთ.

აქ ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, თუ ყველაფერი ასე მარტივია, მაშ რას ეფუძნება “გარეჯი საქართველოა” კამპანია და რატომაა ის ასე აქტუალური და რატომ იწვევს ამდენ ემოციებს?

საქმეც ის გახლავთ რომ ეს კამპანია ეფუძნება ერთადერთ რამეს და ესაა მტრის ხატზე აგებული სიძულვილი. მტერი არის ნაცმოძრაობა და ზოგადად ნაცები, რომელთაც ეზიზღებათ ყველაფერი ქართული და ებრძვიან ეროვნულ კულტურას და სულიერებას. დავითგარეჯი კი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, იქ მოღვაწეობენ ბერ-მონაზვნები და აბა ენის, მამულის და სარწმუნოების მტრები ამას აიტანდნენ? ასეთ ხალხს გარეჯი რომ არ გაეყიდა, ის იქნებოდა გასაკვირი!

აი, ასეთ პრიმიტიულ სიჩლუნგეზეა აგებული მთელი პროპაგანდა. ბუნებრივია, აქ არავითარი ლოგიკის და რაციონალიზმის ნასახიც არ არის. მხოლოდ სიძულვილით ნაკვები ემოციები და რწმენა იმისა, რომ “ნაცებისგან ყველანაირი სისაძაგლეა მოსალოდნელი” (აი, დავწერე ეს და უკვე ვხედავ კომენტარებში რომელიმე ქოცის რეპლიკას: “რა, არა?”). რწმენა კი, მოგეხსენებათ რელიგიური კატეგორიაა და მისი შერყევა მტკიცებულებებით არ არის ადვილი.

ამიტომაცაა ეს კამპანია ანტისახელმწიფოებრივი, რადგან პოლიტიკური ოპონენტისგან მტრის ხატის შექმნა, ნაციონალისტური და რელიგიური მოტივებით სპეკულირება სწორედ რომ ანტისახელმწიფოებრივია თავისი არსით. ეს კამპანია აღვივებს დაპირისპირებას და პოლარიზაციას, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მსგავსი კამპანიები მხოლოდ გაართულებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან და არანაირად არ შეუწყობს ხელს სადაო მონაკვეთის საკითხის გადაწყვეტას.

მაგრამ ანტისახელმწიფოებრივთან ერთად მთელი ეს კამპანია ასევე არის უკიდურესად ამორალური და უზნეო, რადგან გარდა იმისა, რომ ადამიანებში აღვიძებს ბნელ ინსტინქტებს და მგავსი ბრალდებები საქართველოში 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მერე აღარ ყოფილა, მას ეწირება ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი, კომისიის ორი წევრი, რომლებიც წმინდა ტექნიკური საკითხებით იყვნენ დაკავებულები, ისხდნენ წლების მანძილზე ამ კომისიაში, პატიოსნად მუშაობდნენ და უცებ აღმოჩნდნენ ერის მოღალატეები და ქართული მიწის გამყიდველები, მოუწიათ ციხეში ჯდომა და დღემდე უწევთ ათასგვარი შეურაცხყოფის ატანა.

სადღაც ყური მოვკარი მტრის ხატით შთაგონებულთა რეპლიკებს, მელაშვილი და ილიჩოვა ნაცები არიანო. თან ამას ისე ამბობენ, თითქოს ეს რამენაირად ამართლებდეს მათ მიმართ ჩადენილ საზიზღრობებს, მაგრამ თქვე მამაცხონებულებო: ადამიანებს დააკარგინეთ სამსახური, სადაც წლების მანძილზე მუშაობდნენ, აუგორეთ უბინძურესი კამპანია, ციხეში გამოამწყვდიეთ და დღემდე დედ-მამის სულს უტრიალებთ ხან ტელევიზიით, ხან დაქირავებული ტროლებით, ხან კი პროპაგანდით დაგეშილი ბნელებით და ნაცები კი არა საერთოდ ქვებს რომ არ გესვრიან, მადლობა თქვით.

მოკლედ, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მთელი ეს პოლიტიკური კამპანია არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და, წმინდა ადამიანური თვალსაზრისითაც ამორალური და უზნეო ქმედება, რაც კი მას ჩაუდენია ამ ცხრაწლიანი მმართველობის მანძილზე. შეიძლება ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ამორალურიც.

მე არ ვიცი ამას რა ეშველება. რა ეშველება იმ ადამიანების მოწამლულ სულებს, ვინც ამ ამაზრზენ კამპანიასაა აყოლილი და ვერც კი იაზრებს რა სამარცხვინო ამბავშია გარეული. ალბათ ბევრი არც არაფერი, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ გაივლის წლები და ეს საქმე იქნება ქრესტომათიული ნიმუში ერთის მხრივ იმისა, თუ რანი ვიყავით და რას ვგავდით, მეორეს მხრივ კი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved