• რეკლამა
  • კონტაქტი
18:52, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის გამარჯვებული ბიჭების საქმე!” – ადვოკატმა 10 მიზეზი ჩამოთვალა – ომარ ფურცელაძის დასკვნითი სიტყვა

ალია ავტორი - ალია
18:45 08-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296
ფოტო – პუბლიკა
11 პირის პროცესზე დასკვნით სიტყვაში ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ თქვა:
„ყველა ის ტერმინი, რომელსაც, მათ შორის, მე ვიყენებდი ამ დროის განმავლობაში ბიჭების მიმართ და ვამბობდით, რომ ბიჭები არიან რეჟიმის ტყვეები, ბიჭები არიან პოლიტიკური პატიმრები, ბიჭები არიან კონკრეტული სისტემის მიერ სრულიად უკანონოდ დაკავებულები, არის სიმართლე და კიდევ ერთი ტერმინი არსებობს, ჩემი აზრით.
ყველა სისხლის სამართლის საქმეს სჭირდება სახელი, მით უმეტეს სახელი სახელი სჭირდება საქმეს, რომლის მიმართაც ამხელა საჯარო ინტერესია – ამ პროცესის სახელი უნდა იყოს და ეს არის გამარჯვებული ადამიანების საქმე;
ეს არის გამარჯვებული ბიჭების საქმე!
და გამარჯვებული ვართ ბევრი მიზეზით, იმიტომ, რომ:
1. ძმები ტერიშვილების ამბავს საუკუნეები შეინახავს ამ ქვეყნის ისტორია;
2. გამოკეტეთ ონისე, მაგრამ ვერაფრით გამოკეტეთ ონისეს იუმორი;
3. ანდრო ციხეშიც არ წყვეტს მწვერვალების დაპყრობას;
4. ჩვენს უკრაინელ ძმებს, ვერ გადააჩვიეთ ბრძოლა სინათლის მხარეს;
5. გამარჯვებულია იკა ქერაშვილი, იმიტომ რომ წამით არ გაჩერებულან ქეთუნა, ქეთი და ბატონი კახა მისთვის;
6. გამარჯებულები არიან ვაკო და ლუკა, იმიტომ რომ როცა ნათელი მომავალი აუცილებლად დადგება, ზუსტად ეცოდინებათ რა გაიღეს მისთვის;
7. გამარჯვებულია რეზო კიკნაძე, რომლის ხმა, მაშინაც ისმოდა, როცა დარბაზში არ ყოფილა;
8. გამარჯვებულია ჯანო, იმიტომ რომ გაიზრდებიან მისი შვილიშვილები და ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველოს ქუჩებში ივლიან ამაყი და მხრებგაშლილი, ხმამაღლა იტყვიან, რომ მათი ბაბუ, მარადიული ჯარისკაცი – ჯანო არჩაიაა;
9. გამარჯვებულია გური მირცხულავა, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ წაგართვით გადაწყვეტილების მიღების უფლება, თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ გამოაცხადოთ იგი;
10. გამარჯვებული ვარ მე, რადგან მქონდა პატივი მათ მხარდამხარ მებრძოლა;
მსგავსად ლაშასი, მეც მინდა დავპირდე, რომ ფიზიკურად ვერ გამოაცხადებთ ისეთ გადაწყვეტილებას ამ დარბაზში, რომელიც გამაჩერებს, რომ ვიყო მათი მებრძოლი, მათი მეგობარი…
დასკვნით სიტყვასაც ვასრულებ, პროკურატურა უკვე დავასრულე, მგონია. ეხლა თქვენ უნდა დაასრულოთ უკანონო პატიმრობა, თქვენ უნდა გამოხვიდეთ შემდეგ ჯერზე და გამოაცხადოთ, რომ ბიჭები უდანაშაულოები არიან“, – თქვა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის ბოლოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved