• რეკლამა
  • კონტაქტი
10:23, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის დევნის კანონი” – გამზარდია

ალია ავტორი - ალია
14:30 04-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141
ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
რომ ვამბობ, ბოლომდე უნდა ჩავქესკნელდეთ-მეთქი, სწორედ დემოკრატიული ილუზიების მოშორებას ვგულისხმობ. “ქართულმა ოცნებამ” ბოლომდე უნდა გაგვანადგუროს, როგორც ჩანს, რომ შემდეგ ხელახლა დავიწყოთ აწყობა.
“აგენტურის კანონი” – ეს არის დევნის კანონი. ყველაფრის დევნის, რაც სახელისუფლებო კონიუნქტურას არ ექვემდებარება. ეს არის ავტორიტარიზმის განმტკიცების ისეთი მცდელობა, როგორიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არ ყოფილა.
სწორედ დევნის კონცეპტი უკაკუნებს ჯერ ინსტიტუციურ წინააღმდეგობებს, შემდგომ კი ინდივიდუალურ თავისუფლებებს, თითოეული მოქალაქის ელემენტარულ უფლებებს.
სახელმწიფო ამით არ ჩამოიშლება, არსებობს დიქტატორული, ავტორიტარული, ტოტალიტარული და ტირანიული სახელმწიფოებიც კი.
სახელმწიფოებრივი წესრიგი ნებისმიერ მსგავს რეჟიმს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ის ანგრევს მოქალაქეს, როგორც ადამიანს.
და თუ მალე კიდევ უფრო მეტად უბედურად ვიგრძნობთ თავს, ვიცოდეთ, რომ ბედნიერების არა თუ უნარი, უფლებაც კი წაგვართვა იმ რეჟიმმა, რომელიც კონფორმიზმით და თუნდაც უხარისხო და უვარგისი ოპოზიციის გამო ვერ შევცვალეთ.
ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს, უნდა ბალანსდებოდეს და იზღუდებოდეს. თუ ამას ვერ ვახერხებთ ან არ გვინდა, მაშინ ნუ გაგვიკვირდება რატომ ვართ ქვეყანა უბედური ადამიანების ერთობლიობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved