• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა” – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ალია ავტორი - ალია
14:13 05-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

თბილისში მყოფი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს:

“გამარჯობა საქართველო და მოხარული ვარ, რომ მომეცა პატივი დავბრუნებულიყავი კვლავ საქართველოში. ჩვენ ვართ საქართველოს ძალიან ახლო მეგობრები. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ თქვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩავერიოთ უხეშად, მინდა ამას ხაზი გავუსვა. ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციაში არის გაწერილი არის მისი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილი და 80%-ზე მეტი ქართველი უჭერს ამ დებულებას მხარს, ჩვენ როგორც ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები და როგორც ნორდიკული ქვეყნების წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებმა ფინანსური, პოლიტიკური და სხვადასხვა კაპიტალი გავიღეთ, რომ დავხმარებოდით ამ ამოცანის შესრულებისთვის საქართველოს და მინდა ძალიან ცალსახა ვიყო და აღვნიშნო, რომ ეს ინტერესი დარჩება უცვლელი. ჩვენ გვინდა და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად და ნაწილად. მისი ევროპული გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის გზა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ალბანეთის და სხვადასხვა ქვეყნების.

ჩვენ ძალიან ცალსახად გვსურს დავაფიქსიროთ ის წუხილები რომლებიც ამ ეტაპზე გვაქვს. ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროებს ძალიან პრაქტიკულ პრაგმატულ ნაბიჯებს, იმისთვის რომ მოერგოს ქვეყანა, მისი სამართლებრივი სისტემა, აღმასრულებელი, ევროპულ სტანდარტებს. ეს ევროპული სტანდარტები არის რომელიც  ყველამ უნდა შევასრულოთ… ეს არის ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ყველა კანდიდატ ქვეყანას ევალება იგივეს შესრულება, ამ მიმართულებით ძალიან რთულია გავიგოთ რატომ არის ეს კონკრეტული კანონი რატომ უნდა ყოფილიყო შემოღებული ახლა.

ჩვენ გავიგეთ გზავნილი ვეტოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მთავრობამ მთლიანად გადახედოს მის გადაწყვეტილებას. და გადაწყვიტოს ამ კანონით რეალურად ევროკავშირს გზაზე დგამენ თუ არა. კიდევ გვაქვს რიგი კანონპროექტებისა, რომლებზეც გვაქვს რიგი წუხილები, ასევე ჩვენ გვადარდებს საპროტესტო აქციები როგორ მიმდინარეობს და ის ძალადობრივი აქტები რომლებიც მიმდინარეობს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი მოსახლეობის უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა. ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებიც ვართ ძალიან ღია და ძალიან დიდი კაპიტალი გავიღეთ საქართველოს დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved