• რეკლამა
  • კონტაქტი
04:42, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ბოლი… რაც თავში მოგივა, ყველაფერი ჩაყრილია… მოსამართლემ აქ რა უნდა იმსჯელოს?” – ნიკოლეიშვილი “ემპათიაზე”

ალია ავტორი - ალია
15:35 12-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, POSTV-ის ეთერში, ცენტ “ემპათიას” დასკვნას ეხმაურება და ამბობს:

 

“ჩემი, ექსპერტის თვალით დანახული, ეს დასკვნა არის ბოლი, ჩვეულებრივი კვამლი და არასერიოზული მიდგომა, მეტი არაფერი. არც მისი დიაგნოზებია, არც ერთ აქ ჩამოთვლილ პუნქტს დასაბუთება არ აქვს. რაც თავში მოგივა, ყველაფერი ჩაყრილია. არც ერთი პოზიცია არ არის არგუმენტირებული.

მე არ ვიცი მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა, არც დიაგნოზები წერია. მე სააკაშვილს არ და ვერ ვუთანაგრძნობ, არ შემიძლია, მაგრამ ვინაიდან ვრჩები ადამიანად და ვარ ექიმი, ვცდილობ შევინარჩუნო ობიექტურობა. არც მისი დიაგნოზებია, არც ერთ აქ ჩამოთვლილ პუნქტებს დასაბუთება არ აქვს, იმ სიმპტომებს, ამიტომ ეს არის ბოლი, ჩვეულებრივი კვამლი და არასერიოზული მიდგომა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ემოციებისთვის აგებული.
როდესაც ვიღებ ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზას და ვხედავ, რომ პაციენტი მძიმეა, მკვლელობის საქმეს გადავდებ გვერდზე, მოვაცდევნებ, რომ იმ ადამიანს მართლა რამე არ გაურთულდეს და არ დაიღუპოს. ყველაფერი გადადებული მაქვს, რომ მას ვუშველო. კაი, დამატებითი კვლევა გააკეთე, ერთი, ორი, სამი, ოთხი, არსად არგუმენტი არ ნახე, ანუ ეძებდი, რომ იქნებ კიდევ რამე გამოვიდეს. მას რა ჭირს ვერ ვიტყვი, საეჭვოა, რატომ იცით? ამ 6 თვეში ნუთუ ვერაფერი ნახე ისეთი, რომ ამბობ, რომ კუჭის ბიოფსია გერმანიაში ტარდება. საქართველოშიო რამდენი წელია ტარდება კუჭის ბიოფსია, ეს რაღაც პრობლემა გახდა? ტვინის სითხეო – საქართველოში არ იკვლევენ? ჩვეულებრივად იკვლევენ, თუ რაღაც განსაკუთრებულია, იგზავნება ლაბორატორიებში, ოღონდ აღებული უნდა იყოს სწორად. დავუშვათ რენტგენოგრამას ვუკეთებ პატიმარს, მივიყვანე, აუცილებლად მე თვითონ ვესწრები, რომ ნამდვილად მისია, რომ მას არ ჰქონდა მონეტა, არ დაადებს და ფილტვზე ჩრდილი არ გამოჩნდება. ეს იცით რამდენი რამეა. ის, რომ აქ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური კვლევა, მე ამან გამაკვირვა, ერთგან ვიხუმრე კიდეც, თუ პუტინის პირადი პატიმარია, მაშინ რადიაქტიული ნივთიერებები უნდა იყოს თქო და აქ დაუწერიათ კიდეც, იქნებ რადიაქტიულიც არისო.
რაც თავში მოგივა, ყველაფერი ჩაყრილია აქ. არც ერთი პოზიცია არ არის არგუმენტირებული და ეს რატომ არის იცით ცუდი? ერთი, რომ საზოგადოებისთვის ამდენ თვიანი კვდება, კვდება, კვდებაა და არაფერს არ აძლევს, მეორე – მოსამართლემ აქ რა უნდა იმსჯელოს? მოსამართლეს სჭირდება არგუმენტები და არა ვარაუდები. მოსამართლემ აქედან რა უნდა გააკეთოს?
როდესაც იცი დასკვნა როგორ დაწერო, წესია ასეთი, იქ არ უნდა იყოს არც ერთი სამედიცინო ტერმინი, თუ სამედიცინო ტერმინია, მაგალითად ინტოქსიკაცია, ფრჩხილებში უნდა ჩაუწერო მოწამვლა, იმიტომ, რომ მოსამართლე არის იურისტი და აქ მუშაობ იურისტისთვის. ეს არის წესი ჩვენს სპეციალობაში და აუცილებლად უნდა იყოს გასაგები, ლიტერატურას მივუთითებ, რა გამოვიყენე, თუ რაღაცაში დარწმუნება უნდა. მოსამართლეს სჭირდება არგუმენტაცია. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შენ რასაც ეუბნები, ეს დასაბუთებულია. კონკრეტულ პათოლოგიას კონკრეტული დასაბუთება სჭირდება. აქ მსგავსი არ არის.“

 

შეგახსენებთ, ცენტრ “ემპათიას” დასკვნა სრული სახით არ გამოქვეყნებულა და როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, მას სასამართლოში წარადგენენ, თუმცა, “ემპათიის” წარმომადგენელმა მარიამ ჯიშკარიანმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც დიაგნოზებსა და პატიმრობასთან დიაგნოზების შეუთავსებლობაზე წერდა. 

დასკვნაში ასახული დიაგნოზები სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველია – მარიამ ჯიშკარიანი

თეგები: მაია ნიკოლეიშვილიმარიამ ჯიშკარიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved