• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ადგილი სადაც ნახავ თუ როგორი არ უნდა იყოს ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა და სერვისი” – ბაუჟაძე

ალია ავტორი - ალია
17:52 11-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,258

ჟურნალისტი, გიდი, ზურაბ ბაუჟაძე:

ტურისტულ სფეროში აჭარული ღვინის სახლის ცუდ რეპუტაციაზე ბევრს სმენია. ეს არის ადგილი სადაც ნახავ თუ როგორი არ უნდა იყოს ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა და სერვისი.
ეს წლების წინ როცა ხმამაღლა განვაცხადე, ბევრი გაბრაზდა, როგორი პრეტენზიული ხარ, არაფერი არ მოგწონსო. მათ შორის რამდენიმე გიდიც. თუმცა, გავიდა დრო და ამ გიდების უმრავლესობას იქ კონფლიქტური სიტუაციები შეექმნათ.
ღვინის სახლმა რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, შეიცვალა იქ მომუშავე ხალხიც, მაგრამ იქაურ სერვისს არაფერი ეშველა.
იშვიათად, მაგრამ მაინც მიწევდა იქ მისვლა. ბოლოს აჭარა ტურიდან ვიყავი. რამდენიმე ტურისტის თანხლებით. ეზოში შესული არ ვიყავით ვიღაც გოგო გამოვარდა და ჩქარა ფული გადაიხადე აქ რომ შემოხვედითო. გავუღიმე და ვუთხარი რომ გადავიხდი, ოღონდ ჯერ სტუმრებს უნდა მივხედოთ.
აი ამაზე იმ ქაჯმა იქ ისტერიკა მოაწყო ისეთი რომ აღარც ღვინო უნდოდა ვინმეს და არც ღვინის სახლი.
მას შემდეგ მე პირადად იქ აღარ ვყოფილვარ. არც რომელიმე ტურისტულ პროგრამაში შემიტანია. დროდადრო მესმის სხვებისგანაც ღვინის სახლის ცუდ სერვისზე, უტაქტო თანამშრომლებზე და ქაოსზე.
ჰოდა, ახლა, როცა დავიწყებულიც კი მქონდა ეს ობიექტი, რეკავს მისი წარმომადგენელი და შემოთავაზება გვაქვსო.
ვერ გავრისკავ იქ სტუმრის მიყვანას, არ მინდა სირცხვილი ვჭამო. თანაც არ მაქვს სურვილი ფული იმაში გადავიხადო, რაც ვიცი რომ ცუდია.
საკმარისი მწარე გამოცდილება დამიგროვდა და სჯობს არ გავეკარო. აი ვინც მაგათ შეთავაზებას წამოეგებით და იქ სტუმრებთან ერთად მიხვალთ, გნახავთ მერე რა ხასიათზე იქნებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved