• რეკლამა
  • კონტაქტი
11:06, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები – ამას მოჰყვა 2003 წელს რევოლუცია” – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
14:13 02-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:

 

„ჩემი აზრით, კოალიციაში იქნება ყველა: ა. ვინც გადალახავს; ბ. ვისთვისაც მკაფიო არის ორი რაღაც: ერთი, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, რათა ბე – მეორე და მთავარი შესრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, რომელიც საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს მიენიჭა, რათა ეს ხელისუფლება კიდევ უფრო რუსეთისკენ არ გაქცეულიყო, დროშის ჩარჭობის ამბავია. ეს დაიმსახურა ხალხმა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეცვლილ დინამიკაში მთავარი არის გაწევრიანების მოლაპარაკებები, ანუ რა დონეზეც არის ახლა უკრაინა. ჩვენ ამ დონეზე გადავალთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ძალაუფლება შეიცვლება და ეს ავტორიტარული, პრორუსული რეჟიმი ჩანაცვლდება პროდასავლური ქართული კოალიციით.

ჩვენი ეკონომიკური, პოლიტიკური, მორალური გასაღები არის თავისუფალ ევროპაში, ტერიტორიული ერთობაც. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზები, რომლებიც რუსიფიცირებულები არიან, ხედავენ, რომ რუსეთის დღევანდელი სახელმწიფო ყველანაირ განსხვავებულს, მათ შორის, ეთნიკურად, ეროვნულად განსხვავებულს კლავს, ავიწროებს, ასიმილაციით ემუქრება. აფხაზები ამას ხედავენ და ისიც ძალიან კარგად იციან, რომ ევროპა ერთადერთი ადგილია, სადაც ყველანაირ განსხვავებულს იცავენ. კატის განსხვავებული ჯიშიც რომ არის, იმასაც კი იცავენ, არათუ ერებსა და ეთნოსებს, არავის აჩაგვრინებენ. თუ ვინმე არავის აჩაგვრინებს პატარას, ეს არის ზუსტად ევროპა, ხოლო თუ ვინმე ჩაგრავს და ანადგურებს და კლავს პატარას, ეს არის რუსეთი. ეს არჩევანი ამიტომ არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკური ლიდერების მოწონებით არ იქნება, ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები. ჯერჯერობით არ ჩანს, არცერთი პარტია ისე არ გამოიყურება.

მაგალითად, იმავე 2003 წელს, რევოლუციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, ის იყო უპრეცედენტო. კოალიციაზე რომ ვლაპარაკობთ, რატომ იყო მაშინ ეს წარმატებული? მიშა სააკაშვილმა თავისი ახალგაზრდა, ენერგიული გუნდით გააერთიანა საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი: ზვიადისტები, მათთან დაპირისპირებული რესპუბლიკელები და არა შევარდნაძისტული პარტოკრატია კომუნისტები, პატიაშვილის სახით, ანუ მაშინ არსებული სამი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი. ეს სამი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი იყო წარმომადგენლობითი, რამე ელიტას კი არ წარმოადგენდა, საზოგადოებას წარმოადგენდა. ამას დაემატა „ნაციონალური მოძრაობა“ და შეიკრა მართლა კოალიცია, რომელმაც მაშინ 27 პროცენტი აიღო, დაუწერეს ჩვიდმეტი და მაგას მოჰყვა მერე რევოლუცია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved