“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე:
“ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება, ეს არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული. სალომე ზურაბიშვილს არ აპატიეს ის , რომ მან სიმბოლურად დარბაზში შემოიყვანა უკრაინის ელჩი და ამისთვის სჯიან. ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა კუდიანებზე ნადირობა, მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიციის წარმომადგენლები. პირადად, ბიძინა ივანიშვილმა არ აპატია, ეს განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ქვეყანა იმართება პარტიული ინტერესებით და არა, კანონის შესაბამისად.”
კომენტარები