თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
BBC-ის გამოძიებაზე და ქიმიურ იარაღზე.როდესაც ამხელა მედია საშუალება ერთ საათიან დოკუმენტურ ფილს გიძღვნის, უბრალოდ fake news-ი იძახო საკუთარი ქვეყნის და ხალხის შეურაცხყოფაა.მინიმუმ ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი უნდა იყო ამგვარი ძახილისთვის.ხინამდვილეში საკუთრი ხალხის და ქვეყნის პატივისმცემელი, მართალი ხელისუფალი ფაქტებს გამოქვეყნებდა თუ კი ასეთი სიმართლე აქვს. ამ სიმართლის დამტკიცება ძალიან ადვილია დოკუმენტებით და ბევრი მედია საშუალება მოინახება მსოფლიოში რომელიც სიამოვნებით დაუთმობს საკუთარ ეთერს მათ გამომზეურებას.BBC-ზე ფაიკის უარგუმენტო ძახილი მხოლოდ ადასტურებს იმას რომ უბრალოდ მატყუარა მოძალადე ხარ, სათქმელი არაფერი გაქვს და შეურაცხყოფის მიყენებაა შენი ერთადერთი იარაღი. ზუსტად ისე იქცევა მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე BBC-ის მიმართ ქოცობა, როგორც მაგალითად ჩემს მიმართ. არადა მე 31 ათასი გამომწერი მყავს, BBC-ის მთელ მსოფლიოში მრავალი მილიონი. არც ჩვენს ფაქტებით დადასტურებულ ანგარიშებზე აქვთ პასუხები და მოღალატე-აგენტი გაუდით მხოლოდ, არც BBC-ის დოკუმენტურ ფილმზე და fake news-ს ყვირიან მხოლოდ.ამასობაში მათივე ყოფილი მინისტრი ადასტურებს, მოქმედი მინისტრი უარყოფს, ყოფილის და მოქმედის საერთო მოადგილემ მრავალგზის დაადასტურა ….აირივნენ აშკარად, მძიმე კვირა აქვთ….გამოაქვეყნეთ ფაქტები თუ გაქვთ სიმართლე იმისგან განსხვავბული ვიდრე BBC-ის მასალა და მორჩება ეს საუბარი.ფაქტები, მტკიცებულებები უაზრო, უარგუმენტო შეურაცხყოფის ნაცვლად.














კომენტარები