• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ადამიანები ვირუსის გადამტანები არ არიან და არც ავადმყოფობა აღენიშნებათ”

ალია ავტორი - ალია
15:48 09-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“როგორც ვიცით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულია ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ პაციენტებს, ვისთანაც სიმპტომების დაწყებიდან გასული აქვთ 10 დღე (და სიმპტომების დასრულებიდან 3 დღე) ან უსიმპტომო პაციენტების შემთხვევაში პირველი დადებითი PCR ტესტიდან გასულია 10 დღე, აღარ ჩაუტარდეთ განმეორებითი PCR ტესტი და პირდაპირ ჩაითვალონ გამოჯანმრთელებულებად.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებს და გამოცდილებას. საქმე იმაშია, რომ PCR განმეორებითი ტესტირების დროს ბევრი რეალურად გამოჯანმრთელებული ადამიანის ტესტის პასუხი კვლავ რჩება დადებითი. რეალურად კი ეს ადამიანები ვირუსის გადამტანები არ არიან და არც ავადმყოფობა აღენიშნებათ. უბრალოდ, ისინი კვლავ გამოყოფენ ვირუსული რნმ ფრაგმენტებს, ანუ მათი PCR ტესტი შეიძლება ისევ დადებითი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი გადამდებია.

როგორც გვახსოვს, თავდაპირველად პაციენტების კლინიკებიდან გაწერა ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ 24 საათში ორჯერადად უარყოფითი ტესტის პასუხი ჰქონდათ. ამის გამო ისინი, ვისაც ტესტი დადებითი ქონდათ, ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ხანდახან კვირაობით რჩებოდნენ სტაციონარში, არადა, არც თავიანთი ჯანმრთელობის მხრივ და არც ინფექციის გავრცელების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. უბრალოდ ვირუსული რნმ-ის შემორჩენილი ფრაგმენტები ესაზღვრებოდათ.

PCR შეიძლება დადებითი იყოს 3 თვემდე. თუმცა ყველა კვლევა და ფაქტები მოწმობს, რომ ❗️ ადამიანი სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები ❗️. ❗️

ამიტომ ასეთ პაციენტებს აღარ ევალებათ იყვნენ იზოლირებულები, რადგან ისინი ითვლებიან გამოჯანმრთელებულებად და არ წარმოადგენენ ინფეციის წყაროს ❗️

ხოლო ისინი, ვისაც სიმპტომები არა აქვთ, იზოლაციისგან განთავისუფლებულებად ითვლებიან პირველი დადებითი PCR ტესტიდან 10 დღეში და აღარ წარმოადგენენ რისკს.”

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved