• რეკლამა
  • კონტაქტი
12:55, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ადამიანები შეანგრევდნენ ამ კარიბჭეს და იქ ცოდვის კალო დატრიალდებოდა” – მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
19:23 12-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
588

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, მედიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას, ამბობს:

 

“მე თვითონ არ ველოდებოდი, 5 000–ზე მეტი ადამაიანი რომ დავინახე, სახტად დავრჩი. ორგანიზატორები იყვნენ ის ადამიანები, ვისაც 2012–იანელებს გვეძახიან. ეს უნდა ყოფილიყო გამაფრთხილებელი, ძალიან მწყაზარი, ძალიან კულტურული მიმართვა სალომე ზურაბიშვილის მიმართ და არა ასე აგრესიული, მაგრამ მოვიდა დიდძალი ხალხი.

იქ იყო მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი, ტაშიც დავუკარით, გადავინაცვლეთ ორბელიასთან სასახლესთან, მობრძანდით, მობრძანდითო, ჟურნალისტები შევუშვით წინ და უცებ, რომ მგონია, უნდა მოგვესალმოს, მართლა მეგონა გამოვიდოდა ჩურჩხელებით, გოზინაყით, რა გოზინაყი, აქ რატომ მომივარდითო და … ისეთი ამბავი ატყდა… ვაკავებდით… გაგიჟებული ხალხი. რა უნდოდა, პოლიცია ვერ გააჩერებდა ვერავის, ვერც დაცვა, ისე ახლოს ვიდექით… დაუსტვინეს…  აქციაზე მითხრეს, გეხვეწები არ წახვიდე, აქ დავრჩეთ ბოლომდეო, ხალხი მზად იყო დასარჩენად. იცით რა მოხდებოდა გუშინ? მერე ეს ადამიანები შეანგრევდნენ ამ კარიბჭეს და იქ ცოდვის კალო დატრიალდებოდა, ვთხოვე, გავერიდოთ, სახლებში დაველოდოთ რას იტყვის და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება.

ძალიან ნევრიულობდა, ისეთი აჭრილი იყო… იცოდა, რომ სანდრა რულოვსთანაც უნდა მომხდარიყო შეხვედრა და არ ელოდა ხალხის ამ რაოდენობას, მეც არ ველოდი, მეგონა ერთი 100 კაცი შევიკრიბებოდით, გამაფრთხილებელი აქცია გვექნებოდა,

გუშინ სალომემ დაკარგა ორივე ბანაკი, ერთი საკუთარი ამომრჩეველი, ვინც იქ იყო და ბოდიში მაგრამ ერთი არ შეაფურთხა, თორემ, ისეთები იკადრა და მეორე – ნაციონალური მოძრაობა, იძახა, ეს ჭორიაო, მე რომ სააკაშვილს შევიწყალებო, მე რომ სააკაშვილს ვებრძოდი თქვენ სად იყავითო…  მე როგორც გავიგე (ბრიფინგიდან), ის არც აპირებდა სააკაშვილი გათავისუფლებას… გუშინ ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ გუშინდელი ნერვიულობით მან დაკარგა ორივე – ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცალკე აგინებს და მისივე ამომრჩეველი, რომელიც ასევე ცალკე აგინებს… ნაცინალური მოძრაობა ქუდზე კაცს როდესაც აგროვებს 5 000 თავის დროზე არ მიუღიათ… ეს არც მართული იყო, არც ფული იყო გადახდილი, დაბუსტული გვერდიც კი არ ყოფილა ფეისბუქზე. როცა 5 000 გამოდის 3 საათში, ეს იმას ნიშნავს რომ აქცია რომ დავაორგანიზოთ, 200 000 კაცი უპრობლემოდ გამოდის. 2011 წლის მიტინგები გამახსენდა გუშინ.

 

 

თეგები: ლალი მოროშკინასალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved