• რეკლამა
  • კონტაქტი
12:09, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს აჩვენებს, ჯო ვილსონის აბუჩად აგდება რამდენად მიოპიურია” – ეკა აკობია

"მძლავრი პოლიტიკური სიგნალი დღეს და ახლა უკვე გამოშვებულია. რაციონალური ადამიანი ამას უნდა აღიქვამდეს"

ალია ავტორი - ალია
18:36 06-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,893
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი, ეკა აკობია:
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა ოფიციალურად დაამტკიცა შესწორება 2027 ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (FY 2027 NDAA / H.R. 8800). ❗️
ვინაიდან MEGOBARI აქტი სენატში დროებით გაიჭედა, ამერიკელმა კანონმდებლებმა სტრატეგია შეცვალეს და განსხვავებულ საკანონმდებლო მექანიზმს და სტრატეგიას მიმართეს.
ქართული ოცნების წინააღმდეგ მაღალი პროფილის, დამოუკიდებელი სასანქციო პაკეტების მიმართულებით დროებითი პაუზის ფონზე უსაფრთხოების სავალდებულო შეფასებები პირდაპირ ყოველწლიურ, „აუცილებლად დასამტკიცებელ“ თავდაცვის ბიუჯეტში (NDAA) ჩაწერეს. ეს განვითარება გულისხმობს შემდეგს:
1. სადაზვერვო მონაცემების შეგროვება: 2026 NDAA-ს შესწორება ავალდებულებდა ეროვნული დაზვერვის დირექტორსა (DNI) და პენტაგონს, ზუსტად შეესწავლათ, თუ რამდენად ღრმად აქვთ შეღწეული რუსულ და ჩინურ საჯაშუშო ქსელებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების აპარატში. ახლანდელი შესწორება ერთი ტონით დაბალია, რაც ზრდის მისი ბოლომდე გატანის შანსებს.
2. დამოუკიდებელი კანონპროექტის გაჩერება სენატში ორი სენატორის და კორპორატიული ლობისტების გამო უკვე მოხდა. ამ ახალი ჩანაწერის NDAA-ში შეტანით, კანონმდებლები აიძულებენ თეთრ სახლსა და პენტაგონს, აქტიურად აკონტროლონ საქართველო და ეს ხერხდება სენატისგან ინდივიდუალური დაბლოკვის საფრთხის გარეშე.
3. ეს შესწორება გულისხმობს საქართველოსადმი აშშ-ის მომავალი სამხედრო დახმარების პირობითობას, ანუ უფლებების დაკავშირებას უსაფრთხოებასთან. აქამდე, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ აშშ-ის რეაგირება ძირითადად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებით შემოიფარგლებოდა. ახალი მექანიზმით, ამ დებულებების თავდაცვის ბიუჯეტში შეტანით, კონგრესი აგზავნის სიგნალს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მომავალი სამხედრო თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნები და ამერიკული თავდაცვის დახმარება სამართლებრივად იქნება დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ ეპყრობა თბილისი პოლიტიკურ პატიმრებს და როგორი ურთიერთობები აქვს ამერიკის მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან.
markup language საბოლოო ჩასწორებას ნიშნავს შეიარაღებული ძალების კომიტეტის (რომლის გავლენინი წევრია ჯო უილსონი) მხრიდან და მისი შეცვლა/ამოღება/ჩანაცვლება არ ხდება. ანუ, კომიტეტის დონეზე ეს ტექსტი გატანილია.
ეს დირექტივა ითხოვს, რომ სამხედრო თანამშრომლობის წინაპირობად სახ. დეპარტამენტმა წარმოადგინოს საჯარო რეპორტი/სტრატეგია, თუ რა წინაპირობები დაედება სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, რომლის ნაწილი პირდაპირ წერია რომ იქნება პოლიტიკური პატიმრების საკითხი. კომიტეტი ამ სტრატეგიას 2026 წლის 1 ოქტომბრისთვის ითხოვს. ეს არის 2027 წლის ფისკალური ბიუჯეტის პირველივე დღე. ეს ნიშნავს, რომ როგორც კი NDAA 2027 დამტკიცდება, სახ. დეპთან ერთად უკვე თავდაცვის დეპარტამენტი დაიწყებს მოკვლევას (ანუ 2026 წლის ოქტომბრამდე ბევრად ადრე), რომელიც მის ე. წ. Georgia strategy-ს დაედება საფუძვლად.
ეს განვითარება აჩვენებს, ჯო ვილსონის აბუჩად აგდება რამდენად მიოპიური და შეუფერებელი საქციელი იყო ქართული ოცნების მხრიდან.
ეს ასევე ადასტურებს იმას, რაც არაერთხელ მითქვამს ტელეეთერებში: როცა საქართველოსთან დაკავშირებით ამხელა პროცესია ჩაშვებული (მეგობარი აქტი) ეს პროცესი უკვე ნიშნავს, რომ ყურადღება მიიპყარი, უარყოფითად, და ამის დაძლევა თვითკრიტიკის, რეფლექციის და ძალმომრეობითი პოზიციების დათმობების გარეშე შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ სენატში ცალკე მდგომი დიდი კანონპროექტის (მეგობარი აქტი) დაბლოკვა წარმატებად შეაფასა, ამ ნაბიჯმა და წინაღობამ საპასუხო რეაქცია გამოიწვია და უილსონის ხელმძღვანელობით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში უფრო სახიფათო მექანიზმების ინიცირებას დაუდო სათავე.
ამ კანონპროექტს ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი დამტკიცებამდე. შესაძლოა, ლობიზმის და ბიზნეს ინტერესების წყალობით იგივე ბედი ეწიოს რაც შარშანდელ NDAA-ს, მაგრამ რისკები ნაკლებია, რადგან მოთხოვნა უფრო დაწურულია და მყისიერ ნაბიჯებს არ ითხოვს, არამედ ითხოვს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას და საჯარო ანგარიშს.
გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე, იკვეთება, რომ აშშ დაინტერესებულია საქართველოსთან ზოგ სფეროში თანამშრომლობით. განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობამ არ გადაფაროს ადამიანის უფლებების და მმართველობის ჩავარდნის საკითხები ამ ქვეყანაში. ამ კუთხით ჯო უილსონის ეს მორიგი მცდელობა ქართული ოცნების მიერ ყველა უფლება შელახული ადამიანისთვის გადაგდებული მაშველი რგოლია, განსაკუთრებით კი პოლიტიკური პატიმრებისთვის, რომლებიც უკვე თითქმის 2 წელია საპატიმროში არიან და სამართალს ვერ პოულობენ.
წინ პალატის კენჭისყრა, სენატის ვერსია და შერწყმის ეტაპია. კონფერენციის დროს (როცა ხდება ორივე პალატის კანონპროექტების შერწყმა) შეიძლება ტექსტი შეიცვალოს, მაგრამ მძლავრი პოლიტიკური სიგნალი დღეს და ახლა უკვე გამოშვებულია. რაციონალური ადამიანი ამას უნდა აღიქვამდეს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved