• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს 9 აპრილს დაღუპულთა საფლავებზე დაფურთხებაა” – ლორთქიფანიძე პაპუაშვილის განცხადებაზე

ალია ავტორი - ალია
14:35 04-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,826

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი, ძალიან, ძალიან ბევრი უცენზურო, უწმაწური, შეურაცხმყოფელი სიტყვა და გამონათქვამი ვიცი… ჩემი მოზარდობა ასეთ ეპოქას დაემთხვა. შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებსაც მთლად ალენ გინსბურგივით არა, მაგრამ გინება ხელოვნების დარგად ჰქონდათ გადაქცეული. არც გინება მიყვარს, არც ბილწსიტყვაობა… მითუმეტეს საჯაროდ… აღზრდამ დამიხსნა.
უბრალოდ, ახლა ვზივარ სახლში და ვფიქრობ, რომელი შეკურთხება იქნებოდა ბ-ნი პაპუაშვილის გასალანძღად ადეკვატური, სამართლიანი, ზუსტი. სამწუხაროდ, ჩემი პასიური, მაგრამ უმდიდრესი ლექსიკონი უძლურია!
შალვა პაპუაშვილი არის შალვა პაპუაშვილი.
მივმართავ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, მომხრეებს! კარგად მომისმინეთ და მიპასუხეთ!
როდიონოვის ჯარისკაცები, რომლებიც ნიჩბებითა და ხელკეტებით უმტვრევდნენ თავყბას თამუნას, ქ-ნ მზიას, და თუნდაც ლიბერალური მიმართულების ენჯეოს 20-22 წლის აქტივისტები, რომლებიც ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ მიტინგებზე, ერთი და იგივენი არიან? ერთნაირად დაუნდობლები არიან? ორივენი თანაბარზომად დანაშაულს ჩადიან?!
როდიონოვის ჯარისკაცები, რომლებმაც ალყაში მოაქციეს და ცხვირ-პირში გაზი შეუშხაპუნეს ორსულ პროტესტანტებს, და მეექვსე გერმანული სკოლის მარშის მონაწილეები, რომელთაც ევროპული კულტურისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად გერმანიის დროშაც გამოიტანეს მიტინგზე, ერთი და იგივენი არიან? ერთნაირად დაუნდობლები არიან? ორივენი დანაშაულს ჩადიან?!
რუსეთის არმიის ჯარისკაცები, რომლებმაც ჩაცხრილეს, დახვრიტეს, გაგუდეს და გაჭყლიტეს პატარა გოგო-ბიჭები, და საზმაუს მარშის მონაწილენი (ვიცნობ ერთ უსაყვარლეს ქალს უკრაინის დროშით და პატარა გოგოს ევროკავშირის ჟაკეტით) ერთნაირი დაუნდობლობით ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას?!
ვინც შალვა პაპუაშვილის ეს ტექსტი წაიკითხეთ და არ შეაცვლევინეთ მისი გამოქვეყნების გადაწყვეტილება, ვინც ეს ტექსტი წაიკითხეთ და აღფრთოვანდით, ვინც ეს ტექსტი წაიკითხეთ და მაინც გსურთ ამ კაცისთვის რაიმე სახელმწიფო თანამდებობის ჩაბარება, თქვენ თვითონაც შალვა პაპუაშვილები ხართ!
რაღაცას საზღვარი აქვს! სადღაც უნდა გაჩერდე! რაღაც არ უნდა იკადრო, სულ რომ შალვა პაპუაშვილი იყო…
ეს განცხადება არის 9 აპრილს დაღუპულთა საფლავებზე დაფურთხება და როდიონოვის საფლავზე არშიებიანი გვირგვინის მიტანა (თუმცა თემურ ლეგს ხომ მიუტანეს).
ასეთი განცხადებების მიმართ გულგრილობა ღალატია.

“9 აპრილსაც იყო აზრთა სხვადასხვაობა რეფერენდუმის ჩატარების საჭიროებაზე…” – პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved