• რეკლამა
  • კონტაქტი
00:39, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთსა გთხოვ მამა-შვილურად, მზე მაგ გულში არ შეცვალო!“ – ტარიელ ხარხელაურის სულისშემძვრელი ლექსი ნიკოლოზ წულუკიძეს

ალია ავტორი - ალია
10:26 05-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

„ჩემო ნიკა! ვიცი, შვილო, ეჭვი არ გეპარება, თუ როგორ განვიცდი შენი და შენი ოჯახის მძაფრსა და შემზარავ ტკივილს. ეს ლექსი შენს გასამხნევებლად არ დამიწერია, რადგან კარგად ვიცი – ყველანაირი გვერდში დგომა და გამხნევება უძლურია, უსუსურია იმ განცდებთან შედარებით, რასაც ამჟამად შენ და შენი ოჯახი გრძნობთ. ამ ლექსის დაწერაც იმიტომ გავბედე, რომ თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯახი, – ამის შესახებ პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში წერს.

„არ გკადრებ, არ გაგამხნევებ,

არც სიმშვიდეს გთხოვ სულისას,

შენს თავს შენ უნდა უწამლო – წამალს სხვას ნუ სთხოვ წყლულისას,

ბინდისფერობამ სოფლისამ

დღე მრავალს გადაუნისლა,

მეც ამ ტკივილმა დამიდნო

თხელი კედლები გულისა,

დამლია წუთისოფელმა,

ამღვრევამ სიყვარულისამ…

მოვთქვამ, ასეთმა ამინდმა

ლამის ჭკუიდან შემშალოს,

გადმოდი, მოვთქვამ ძილშიაც –

ცრემლო! თვალებთან შემშრალო,

ერთსა გთხოვ მამა-შვილურად –

მზე მაგ გულში არ შეცვალო!

მტერს ლაღი უნდა ეგონო –

ტკივილით მიწის მკბეჩავო…

დრო სიმღერას გთხოვს? იმღერე!

ჯავრმა არ გაგაბეჩავოს.

შვილო! ჭრელია საწუთრო,

ზნეს არ დაიგდებს თავისას,

ბევრჯერ აგიშლის გონებას

ჩქამი სულეთის კარისა,

ბევრჯერ ცრემლებით დაჰხვდები

ცაზე გადმოსვლას მთვარისას,

ბევრჯერ აჰხედავ ეჭვითა

ზნეს უფლის სამართალისას…

უნდა იბრძოლო! სიკვდილთან

შეკვრა არ გმართებს ზავისა,

არცა გთხოვ გვერდის აქცევას

მთიდან მომსკდარი ზვავისას,

ცრემლისთვის ღამე დაზოგე –

დღე რომ აბჯარი აისხა!..

ტარიელ ხარხელაური რომელსაც შვილივით უყვარხარ და ცრემლიანი თვალებით შემოგყურებს.

როცა ძალიან გამიჭირდა, საშველი სხვა რომ ვერა ვნახე რა, სიკვდილის გარდაცვალება წარმოვიდგინე და თუ როგორ, ამაზეც ლექსად მინდა გაგესაუბრო:

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცვლება,

ცვარი ეღვრება ციდან იელებს,

ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება

ეს შემზარავი სიცარიელე…

კლდეებს ნაწყლულევთ ნისლით ვუხვევდი,

ცაო! როგორ მღლი შენი უფლობით,

წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე და, მე და მთვარე ვჭირისუფლობდით“, – წერს ტარიელ ხარხელაური.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved