ოპოზიციის ნაწილი ახალ გაერთიანებაზე თანხმდება – ტვ პირველის ცნობით, შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერება.
შეხვედრა 18:00 საათზეა ჩანიშნული.
მედიის ცნობით, შეთანხმებისთვის მზად არიან “ახლები“, “ნაციონალური მოძრაობა“, “დროა“, “გირჩი“, “ფედერალისტები“ და “თავისუფლების მოედანი“, ხოლო უარს ამბობენ “ლელო“, გახარიას გუნდი და ანა დოლიძის პარტია – “ხალხისთვის”.
ეს არის საკმაოდ წარმომადგენლობითი ერთობა, გეტყვით ვინ არ არის, ამ ეტაპზე არ არის “ლელო“, გახარია საქართველოსთვის“, თუმცა, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ დროს და ერთობა ღიაა იმისთვის, რომ უფრო მეტად გამსხვილდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ქცევის კოდექსებზე ერთგვარადა შეთანხმებულები ვართ, რაც არის ნული, ანუ რას გულისხმობს საწყისი ეტაპი, ამის შემდეგ იწყება ყველაფერი და ჩვენ ეს ყველაფერი ახლა ქმედებაში უნდა გადავიყვანოთ. მთავარია, ამ ერთობამ გააჩინოს ადგილი, სადაც ბრაზი და სიმართლე იქცევა ძალად და გახდება მიზიდულობის მთავარი ცენტრი, როგორც ვქეყნის შიგნით, ისე გარეთ და ადამიანები დაინახავენ, რომ არსებობს პოლიტიკური ერთობა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა, და შემდგომში, როდესაც ივანიშვილს გავისტუმრებთ, ქვეყნის მართვა კუალიციური მეთოდებით, – ამბობს ვანო წერეთელი.














კომენტარები