ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე:
ზოგიერთისთვის არაბული ქალაქის აშენებაზე საწინააღმდეგოს თქმა ქსენოფობიაა;
ზოგიერთისთვის იმის მოსმენა, რომ პრინციპის დონეზე ვეწინააღმდეგები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას სიბნელე და ჰომოფობიაა და ხომ კარგად ხართ?რა პოპულიზმი, რის პოპულიზმი? ზუსტად მანდაა პრობლემა, მე კლიშეებით ოპერირებას არ ვაპირებ.რისიც მჯერა იმას ვიტყვი, რისი მოწინააღმდეგეც ვარ იმას არ დავეთანხმები.ზომიერი და გონიერი კონსერვატიზმი სიბნელე არაა.მაგ კომპლექსებმა მნიშვნელოვნად უკან დახია რიგი ოპოზიციონერიც, რომელიც ჩემსავით ფიქრობს, მაგრამ თქმას ვერ ბედავს, ემანდ პოპულიზმში არ დასდონ ბრალი.არც გერმანელი ქრისტიან-დემოკრატები მიმაჩნია პოპულისტებად, არც ბრიტანელი კონსერვატორები ჰომოფობებად, არც ამერიკელი რესპუბლიკელები ბნელებად.არამგონია რომელიმე ზემოხსენებული პოლიტიკური ორგანიზაცია იყოს ადამიანის უფლებების დარღვევით მოწადინებული, ან ქსენოფობიით შეპყრობილი.მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ჯანსაღი კონსერვატორული იდეების მქონე ძალები მართავენ, რომელთა იდეოლოგიასაც მე ვიზიარებ.
ახალ საქართველოში ადამიანის უფლებებიც დაცული იქნება და ქართული სახელმწიფოს ინტერესებიც.














კომენტარები