• რეკლამა
  • კონტაქტი
20:18, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ცხოველებზე ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს – მაია ბითაძე

ალია ავტორი - ალია
13:13 02-18-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს. უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ იმ ცხოველზე საეჭვო შემთხვევა, რომელიც დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და მიმკედლებელი ან მეპატრონე უარს ამბობს დაკვირვებაზე 45 დღის ან ექვსი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ბითაძემ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოება დაექვემდებარა ზეგავლენას და ბულინგის მძიმე კამპანია მიმდინარეობს, როდესაც რეალურად, ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოაქვთ.

„ხაზგასმით მინდა, ვთქვა ევთანაზიასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობა გასულ წელს, უკვე ერთი წელია, მოქმედებს რეგულაცია, მთავრობამ დაამტკიცა, ეს კანონი იმ რეგულაციაზე აკეთებს მითითებას და შესაძლებელია, ამ კანონშიც გადმოვიტანოთ გარკვეული დებულებები, რომ ევთანაზია არის დაუშვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არა გვაქვს კარანტინი, ცოფის გავრცელების საშიშროება. ამ შემთხვევაშიც კი კანონმდებლობით გაწერილია ვადები – ექვსი თვე, 45 დღე, სადაც მიმკედლებელი და მეპატრონე ვალდებულია, ძაღლს დააკვირდეს და ხელი არ შეუშალოს ამ დაკვირვების პროცესს. მხოლოდ ამის შემდგომ, თუ ისინი დაკვირვებას ხელს შეუშლიან 45 დღის ან ექვსი თვის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებებია, ექვემდებარება ძაღლი ევთანაზიას. ეს არის საეჭვო შემთხვევის განმარტება”, – განაცხადა ბითაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved