• რეკლამა
  • კონტაქტი
12:19, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი თხოვნაა ჩემი” – რას ამბობს პოეტი, რომელსაც 2 წელი მიუსაჯეს

ალია ავტორი - ალია
18:45 10-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
865

როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი, თხოვნაა ჩემი, რაც შეიძლება ჩუმად გავიდეთ – ამ სიტყვებით მიმართა პოეტმა ზვიად რატიანმა საკუთარ მხარდამჭერებს, ვიდრე მოსამაართლე გადააწყვეტილებას გამოაცხადებდა.

ცნობისთვის, ზვიად რატიანს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

 

როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი, თხოვნაა ჩემი, რაც შეიძლება ჩუმად გავიდეთ. ნუ აჯაჯგურებთ ამ მანდატურებს. მადლობა ადვოკატებს, ამხელა გული რომ ჩადეთ უშედეგო და უნუგეშო საქმეში.

ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა არავის აზრად არ მოუვიდოდა. უბედურებაც ყველას საერთო გვაქვს. უფრო სწორედ ვართ აბსურდში, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა შექმნა ამ ქვეყანაში. თავდაყირა დააყენა ყველაფერი – სამოქალაქო აბსურდზე ვლაპარაკობ, როცა მსხვერპლია დამნაშავე,  ეს უკვე აბსურდია. ისიც აბსურდია, რომ აქ ყველამ დიდებულად ვიცით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაახმოვანოთ, ყველაფერი არის პირობითი და თავდაყირა.

ტერაქტი რომ დაგერქმიათ, ესეც არ  გამიკვირდებოდა ამ საქციელისათვის და ყველაფერს ველოდი სასჯელსაც, დამძიმებასაც. მე შემეძლო სხვა ადგილი მომეძებნა, სადაც კამერები არ არის და მხოლოდ გულის მოფხანა მდომებოდა. გარწმუნებდით, არც ახლა მეფხანება ენა და არც მაშინ მეფხანებოდა გული, რომ მოფარებულში ვინმესთვის შურდული მესროლა.

არჩევანი რომ ყოფილიყო ალბათ ხარებას ვამჯობინებდი, მაგრამ იმ დროს უკვე ჩრდილში იყო.

არ მაწყობდა რიგითი პოლიციელი, ასე დაფორმატდა ჩემი ბრაზი და დიახაც, რაღაც თანამდებობა უნდა ჰქონოდა. ალბათ, ხარებას ვამჯობინებდი და ახლა იმას ვიტყვი რა იყო მიზეზი:

ქართულ ენაში არის ასეთი სიტყვა სინდისი. შეიძლება არ იცოდეთ, რომ ეს სინდისი პირობითი სცენაა და ეს სინდისი ზოგიერთ ადამიანებს აწუხებს. თუნდაც ისეთი მოძველებული, როგორიც მე შემომრჩა ამ ასაკში. ეს სინდისი არ რეგულირდება კანონით. ისევე როგორც სიძულვილი. და ეს სინდისი მართლა მაწუხებდა, როცა ჩემს სახლში მეძინა. საყვარელი ქალის ზრუნვით და გარემოცვაში. ვმეგობრობდი ჩემი ასაკის შვილებთან და ამ ასაკის ახალგაზრდები მიუყვანეს მსხვერპლად ერთ ადამიანს.

არც საამაყოდ ვთვლი ამ სილას, არც სათაკილო და არც დანაშაულოდ, მხოლოდ იმ დათქმით, რომ აბსურდში ვართ. 

სილას ენამ ზმნა მოარგო ასეთი – გაწვნა. სილის დარტყმა უგემოვნო  ქართულია. მზია ამაღლობელი, ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ადამიანი, შეურაცხყვეს , დაამცირეს და ამის მერე, როცა მან გამწარებულმა პოლიციელს სილა გააწნა, იმ დღიდან ვუყურებთ ამ ქალის ვირტუალურ მკვლელობას თქვენი სამსახურების მხრიდან. შემდეგ – ნინო დათაშვილი. ასევე მუჯლუგუნებით ათრიეს, დაამცირეს და დააპატიმრეს და შემდეგ რაც მოხდა, ისიც ვიცით – ფსიქიატრიულში გადაყვანა მოითხოვეს მისი. 21-ე საუკუნეა. ეს არი არის შუა საუკუნეები, – თქვა პროცესზე რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით [წინააღმდეგობა, მუქარა აწ ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ] გადაუკვალიფიცირა და აღნიშნული ბრალის მიხედვით ცნო დამნაშავედ.

ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved