ფრაქცია ,,ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი:
,,ქართული ოცნება” და მისი ახალი ქვედანაყოფი, რომელიც შეიქმნა, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება საკუთარი ფინანსური ინტერესების დასაცავად, ანუ, მას ფაქტიურად, მძევლად ჰყავს აყვანილი ჩვენი ქვეყანა.
ერთი შეკითხვა მაქვს ,,ოცნების” წარმომადგენლებთან: თუ ბიძინა ივანიშვილს მათთან არაფერი შეხება არ აქვს და ის პოლიტიკურ პროცესებზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს, რატომ თვლის საჭიროდ პოლიტიკური პარტია და მისი წარმომადგენლები, კომენტარები აკეთონ კერძო პირის კერძო ორგანიზაციასთან დავასთან დაკავშირებით?!”
კომენტარები