• რეკლამა
  • კონტაქტი
09:41, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთი საყურადღებო ამბავი ექსკლუზიურად უნდა გითხრათ… ამას მიუძღვნიან უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლის თავს და 23 თებერვალს, რუსეთის არმიის დღეს“ – ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
22:12 02-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,784

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

– ბატონი ვახტანგ, უკვე 1 თვეა,  უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლად, რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაინიშნა. რუსები იმედოვნებდნენ, რომ ეს ცვლილება რუსეთის ჯარს ომში  მნიშვნელოვან  წარმატებებს მოუტანდა, განსაკუთრებით დონბასის მიმართულებით შეიცვლებოდა რადიკალურად ვითარება.  რუსეთ–უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე,  რაიმე  მოხდა ამ პერიოდში  რუსეთისთვის სასიკეთო, რომ გერასომოვის დანიშვნას მივაწეროთ?

– ბრძოლის ტაქტიკა, მანერა და გარკვეული ცვლილელები რუსეთის არმიამ შეიძინა, მაგრამ არც თუ მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, მთავარ სამხედრო შეტევებს ისევ  „ვაგნერის“ დაჯგუფება ანხორციელებს. ფრონტის ხაზზე  ამ პერიოდში დიდი არაფერი შეცვლილა, რომ გერასიმოვს ჩავუთვლოთ. რუსებმა მოახდინეს სოლედარის ოკუპაცია, ახლა უტევენ  ულედარს და ბახმუტს, რომელიც იქცა „უკრაინული მარეჰეიმის ხაზად“. სხვათა შორის, მე დავარქვი ფრონტის ამ მონაკვეთს ეს ტერმინი, რომელიც მერე აიტაცეს უკრაინელმა სახედრო ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა. ერთი საყურადღებო ამბავი ექსკლუზიურად უნდა გითხრათ.  რუსეთის „როსნადზორმა“ შემიყვანა სიაში, როგორც უცხოეთის აგენტი. ჩემს გარდა ამ სიაში შეიყვანეს დიმიტრი მონიავა და გელა ვასაძე. ცხადია,  უკრაინის მხარდაჭერის,  მედიით თუ სოც–ქსელებში  რუსეთის მიმართ კრიტიკული გამოსვლების, ჩვენი სამართლიანი  პოზიციის გამო. კრემლმა ჩათვალა, რომ ჩვენ რუსეთისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ  და აგენტებად გამოგვაცხადა. დავუბრუნდეთ უკრაინის თემას. ჯერჯერობით, ბახმუტის ხაზი რუსებმა ვერ გაარღვიეს, სიტუაცია პირობითაც სტაბილურია და მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები. თუმცა,  როგორც სხვა და სხვა წყაროებიდან არის ცნობილი, რუსები აპირებენ  განახორციელონ სტრატეგიული შეტევა და როგორც ჩანს,  სწორედ ამისთვის დაინიშნა გერასიმოვი რუსეთის საოკუპაციო ძალების დაჯგუფების სარდლად. ეს ძალები სამ  ქვედაჯგუფებად იყოფა–ჩრდილეოეთი, ცენტრი და სამხრეთი, რომელთაც თავიანთი სარდლები ჰყვთ. გერასიმოვის მოადგილედ დაინიშნა არმიის გენერალი, სერგეი სუროვიკინი, რომელიც მანამდე, მცირე ხნით იყო უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების სარდალი და ის გერასიმოვმა შეცვალა. მოკლედ, აპ ეტაპზე გერასიმოვის  უკრაინაში სარდლად დანიშნას არანირი მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია რუსეთის ჯარისთვის.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზამთარში უკრაინის შეიარაღებული ძალები  აპირებდნენ ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებას, მაგრამ ამერიკამ გადააფიქრებინა. ამერიკელების მოტივი ის იყო, რომ მანამდე უკრაინას დაეცადა, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების მიერ მათთვის გამოყოფილ სამხედრო შეიარაღების დიდ ნაწილს არ მიიღებდნენ, ვიდრე უკრაინაში არ დაბრუნდებოდნენ ის უკრაინელი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებიც ნატო–ს ქვეყნების სამხედრო ბაზებზე გადიან წვრთნას, როგორც  ფეხოსნები, ასევე ისინი, ვინც ამ უცხოური ტექნიკის ასათვისებლად გააზავნეს – ტანკების,  სხვა  სახის საბრძოლო ჯავშანმნქანების,   ვერტმფრენების, ბომდამშენების, საჰერო თავდაცვითი და შეტევითი სისტებების… მოკლედ,  გაზაფხულზე  ბევრად უკეთ  მომზადებული ჯარი გეყოლებათ, უკათესი იარაღიც გექნებათ  და მერე დაიწყეთ შეტევაო.  რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ  ეს ვერსია?

– კი, საფუძვლიანი და დამაჯერებელი ვერსიაა. რაც უკეთ იქნება უკრაინის არმია მომზადებული და რაც მეტი თანამედროვე, დასავლური იარაღი ექნება, ფართომასშტაბინი შეტევისას წარმატების მეტი შანსი ექნება. ლოგიკურია ეს მოსაზრება, თან იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარში უკრაინის არმია, ისევ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელების განცხადებით, რამდენიმე მიმართულებით აპირებდა შეტევას,  მაგრამ ფაქტია, მასშტაბური შეტევების მცდელობა არც კი  ჰქონია. მე ვიცი, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგული სარდლობა ანხორციელებს თავინთი ქვედანაყოფების და შენაერთების გადაწყობას და  აპირებს  მათ მომზადებას ბელარუსში, რადგან საკმაოდ ბევრი „თეთრი ლაქები“ აჩვენა ამ ომმა რუსეთის სამხედრო სტრატეგულ ხელოვნებაში და აზროვნებაში. რუსეთის თავდაცვის მინისტრი და მისი 5 მოდგილე არ მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში, ისე დაინიშნენ ამ პოსტებზე.  ანატოლი სერდიუკოვის  სამხედრო რეფორმების  მერე, რომელიც 2007–2012 წლებში იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ბევრი არაფერი გაკეთებულა თავდაცვის სფეროში, პროგრესულს და ახალს ვგულისხმობ. პირიქით, შემცირდა სამხედრო პროფილის სასწავლებლების რაოდენობა,  როგორიც არის სატანკო, სამხედრო ავიაცია და სხვა. დაქვეითდა მათი ბრძოლისუნარიანობა. ამ ყველაფერმა რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს პრობლემები შეუქმნა, წინ დახვდათ თავდაცვის სამინისტროს მესვეურთა  მცდარი გადაწყვეტილებები. თუმცა, რუსებმა ახლა მობილიზაცია  დაიწყეს. თავი მოუყარეს  1 800 ტანკს, 3 600 ჯავშანმანქანას, 300 ვერტმფრენს და 380 სარაკეტო კომპლექსს.  ცხადია, ეს შეიარაღება ახალი, ფართომასშტაბიანი შეტევისთვის მზადებაა. შეეცდებიან, გაიმეორონ იგივე „ბლიც კრიგის“  ანუ სწრაფი შეტევის  სტრატეგია, რისი წარუმატებელი მცდელობაც შარშან, ომის დაწყებისას ჰქონდათ. როგორც ჩანს, თუ ეს მოხდა,  ამას მიუძღვნიან უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლის თავს და 23 თებერვალს, რუსეთის არმიის დღეს.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved