თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი, მედიასთან ამბობს:
“ერთი პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ მხოლოდ ის უნდა იყოს და საერთოდ არანაირ სხვა ვერსიაზე ფიქრსაც კი არ უშვებს და მეორე პოლიტიკურმა ძალამ კი თქვა, რომ მას შეუძლია დაინახოს მრავალფეროვნება. საკითხი იმაშია, ვენდობით, თუ არა. რთულია, მაგრამ როცა ასეთია არჩევანი, როცა ერთი საერთოდ არაფერს გთავაზობს და მეორე – ვერსიად მაინც განიხილავს მრავალფეროვნებას, მრავალფეროვნებას უნდა მივცეთ ხმა.”
კომენტარები