გორში, სტალინის ქუჩაზე, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „ნიუპოსტი“ აქვეყნებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოქალაქე შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამვლელებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა, სამედიცინო დახმარება ადგილზე ამ დრომდე არ მისულა.
„ერთი საათია ველოდებით, სასწრაფო ამ დრომდე არ მოსულა“, – აცხადებს ადგილობრივი.
მოქალაქეებმა სამართალდამცველებიც გამოიძახეს. ისინი სტალინის ქუჩაზე იმყოფებიან და პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.














კომენტარები