სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი ადამიანი და ბრძენი პოლიტიკოსიაო ამბობენ, მისი მოყვარეც დარწმუნებულია ამაში და ოპოზიციაც ეთანხმება (მათი უარყოფით ემოცია ამ შემთხვევაში, ძირითად მოცემულობას არ ცვლის). თუმცა, ბიძინას პოლიტიკა სახიფათოდ მიუახლოვდა სანქციებს, თავის დაზღვევის მიზნით ოფშორებიდან კაპიტალის გადმოტანასაც აპირებს და ოქროს მარაგებსაც ინტენსიურად ავსებს (სანქციებისთვის მზადების უტყუარი ინდიკატორებია).შეკითხვა მაქვს, სად არის ადამიანური გონიერება ან პოლიტიკური სიბრძნე იმაში, რომ ერთი მაძღარი სამ მილიონ ნახევარ მშიერ ადამიანთან ერთად აპირებდეს დახურულ სივრცეში დარჩენას?
კომენტარები