• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთი ის ვიცი, რომ ჩამოსვლის დღიდან გადაწყვეტილი ჰქონდა აქ რევოლუცია და სისხლისღვრა მოეწყო“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
18:06 12-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან სააკაშვილზე აცხადებს:

„მე არც ექიმი ვარ და არ ვიცი ამ ადამიანს რა სჭირს, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ. ერთი ის ვიცი, რომ ჩამოსვლის დღიდან გადაწყვეტილი ჰქონდა აქ რევოლუცია და სისხლისღვრა მოეწყო. ციხეში ჩასმის დღიდან, ჯერ უკრაინაში ომი არ იყო დაწყებული, ემუქრებოდა ყველას, თქვენ არ იცით აქ რამდენიმე ხანში სისხლის ღვრა დაიწყება, აქ უბედურება მოხდება, ამის მუქარებს აგრძელებდა სააკაშვილი. შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიმშილა და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიო ისტორიაში, შიმშილობის ყველა რეკორდი მოხსნა. ვნახეთ ისიც, რომ კადრები გავრცელდა, თურმე ის ჭამდა კიდევაც, ფარულად მიიღებდა საკვებს. აღარ მინდა ამაზე საუბარი. სააკაშვილის ციხეში ჩასმის დღიდან მისი ილუზიები იყო, რომ ჯერ ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო გარეთ, შემდეგ ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში. საკუთარ თავს აჯერებდა, რომ ისე „კარგად თამაშობდა“ და ატყუებდა ყველას, რომ დაიჯერებდნენ მის შიმშილობას, იმას, რომ ცუდადაა და ყველა გაუშვებდა ციხის გარეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ და ვერ მოხდება. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, არავის მივცემთ უფლებას ვინც არ უნდა იყოს ის, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი.

მე ბევრი მოვისმინე, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? რატი ბრეგვაძე გამოვიდა და საჯაროდ შესთავაზა, რომ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ. ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved