• რეკლამა
  • კონტაქტი
05:50, ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი ინდიკატორი, რომ თავდაცვაში დიდი ხანია რაღაც ყარს” – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
13:49 07-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,008
საქარველოს თავდაცვის ძალების  თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
ვცდილობ, მხოლოდ იმ სამხედრო თემებსა და მოვლენებს შევეხო, რომლებიც ღია წყაროებში ფიქსირდება. თუმცა ესეც საკმარისია, წარმოდგენა რომ შეგვექმნას, რა კატასტროფული მდგომარეობაა მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანაში. ოცნების სიბრიყვემ და რუსებთან კოლაბორაციამ, მოკავშირეების გარეშე დაგვტოვა და ჩვენ მშვიდობას გარანტორი აღარ ყავს, არც ამერიკის და აღარც ნატო-ს სახით.
ახლა ერთ პატარა მაგრამ მნიშვნელოვან ინდიკატორზე, რომ თავდაცვაში დიდი ხანია რაღაც ყარს.
ამერიკელების დახმარებით და ჩვენი მეცადინეობით, ძველი სისტემის ნაცვლად შეიქმნა რეკრუტირების სამსახური. რომელიც სამი წლის განმავლობაში ახერხებდა შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფას რეკრუტებით : სურვილის გაჩენა, კონტაქტი, ურთიერთობის მენეჯმენტი, რეგისტრაცია, სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმება, დოკუმენტაციის მომზადება და სასწავლო ცენტრში მიყვანა. ამას ახერხებდა 15 კაცი, საქართველოს მაშტაბით და მთელი შეიარაღებული ძალებისთვის. წარმატებით და შეფერხებების გარეშე. მაგრამ, რაკი თავდაცვაში, ოცნებამ რუსული ბინძური, კერზის ჩექმების და პარტიანკების სუნი დააბრუნა და ყველაფერი აყროლდა , თან იმდენად, რომ ოხშივარმა ტვინები დასავლეთში განათლება მიღებულ ოფიცრებსაც დაუბინდა, თავდაცვაში კომისარიატების სისტემა აღადგინეს. ნუ ამ სისტემას სათაური გაუკეთილშობილეს (სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო) , მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრულად:
ამ სააგენტოს გუშინ 96 მანქანა გადაეცა, სავარაუდოდ 96 მძღოლით. მანქანას მძღოლისთვის არავინ იყიდდა და სავარაუდოდ 96 უფროსი გვეყოლება სახეზე. ლოგიკურად სადაც არის უფროსი, იქ მინიმუმ ერთი შემსრულებელი ( სპეციალისტის სახით) აუცილებლად გვეყოლება, ანუ 96 სპეციალისტი სახეზე გვყავს. სადაც არის უფროსი, მძღოლი და ერთი სპეციალისტი, იქ აუცილებლად უნდა მოვიაზროდ ერთი ყავის მომდუღებელი, მდვნის, საქმისმწარმოებელის, რეფერენტის, თანაშემწის ან სხვა კოდური სახელის ქვეშ. ამას არ დავუმატებ, რომ ამხელა მასას, კარგი ადმინისტრაციაც ჭირდება უფროსის, მოადგილეების, სამატველოების და განყოფილების უფროსების სახით, აგრეთვე არც იმაზე დავწრილმანდები, რომ რაკი რეკრუტირებაზე და გაწვევაზეა საუბარი, ზემო რიცხვი ორზე უნდა გავამრავლოთ, თუ სწორად ვიც საბჭოთა ქართული შტატწარმოქმნის პრინციპები, გაწვევას ცალკე ხალხი ეყოლება, რეკრუტირებას პარალელურად იგივე რაოდენობის სხვა. მაგრამ დავრჩეთ პირველად რიცხვების ჯამზე 96 გამრავლებული 4 ზე უდრის 384 თანამშრომელს ( საველე თანამშრომლების რიცხვია მენეჯმენტის გარეშე). წელიწადში თავდაცვას 2000 სამხედრო ვალდებული ყავს გასაწვევი, ანუ დღეში 6 კაცი. ჩვენ კი 384 თანამშრომელი გვყავს 6 კაცის გასაწვევად. მაგარი თანაფარდობაა. კარგი, შევაბრუნოთ ეს ამბავი, 2000 კაცი გავყოთ 384 გამწვევზე, მივიღებთ 5 კაცს. ანუ ერთმა გამწვევმა 5 კაცი უნდა გაიწვიოს წლის განმავლობაში, ესეც ძალიან მაგარ ეფექტიანობაზე მეტყველებს გაწვევის სისტემის.
ფინანსურად 384 ზედმეტი თანამშრომელი თავდაცვას მინიმუმ 9.5 მილიონი ლარი დაუჯდება ოცნების ოფიციალური ციფრებზე დაყრდნობით. დეკლარირებულია საშუალო ხელფას 2044 ლარი, დანარჩენი ჩოთქზე ჩამოვყაროთ. 384X2044X12=9 418 752 ლარი.
დასკვნების გაკეთება არ გაგიჭირდებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved