• რეკლამა
  • კონტაქტი
20:28, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი ძალიან კარგი ამბავი მინდა გამცნოთ” – რა დაასკვნა ბრიუსელის ხელოვნების ლაბორატორიამ “კავკასიძეების” ციხეზე?

ალია ავტორი - ალია
17:43 06-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,885

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

ერთი ძალიან კარგი ამბავი მინდა გამცნოთ.
ყველას გახსოვთ შარშან წყალში ჩაძირული “კავკასიძეების” ციხის ამბავი.
ისიც გემახსოვრებათ, რომ ციხის ჩაძირვამდე რამდენჯერმე ჩავედით ადგილზე ციხისა და იქ არსებული ეკლესიის ფრესკებისა და ნაკაწრი წარწერების დოკუმენტირების მიზნით.
“კავკასიძეების” მიუვალ ციხეზე წითლად მონიშნული ადგილთან მიახლოება ნავებით მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც წყალი იქამდე ავიდა. იქედანაც და ციხის ზედა ნაწილიდანაც შესაძლებელი გახდა ნიმუშების აღება, რაც დათარიღების მიზნით გავაგზავნეთ ბრიუსელის ხელოვნების ლაბორატორიაში.
გუშინ მივიღეთ პასუხები ლაბორატორიიდან, რომელსაც თქვენც გიზიარებთ:
– ციხის შუა ნაწილი (წითლად მონიშნული) თარიღდება 1200-1275 წლებით;
– ციხის ზედა ნაწილი, უფრო კონკრეტულად კი იქ ხელოვნურად შექმნილი პლატფორმა და მისი კედლები (არ ჩანს ამ ფოტოზე) თარიღდება 1270-1320 წლებით.
ეს კი ნიშნავს შემდეგს:
– დადასტურდა ჩვენი ვარაუდი, რომ ციხე თავისი მდებარეობისა და ბუნებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით (ფაქტიურად მიუვალი იყო) საუკუნეების განმავლობაში უნდა ყოფილიყო მოქმედი. ლაბორატორიის მიერ დადგენილ ზემოხსენებულ თარიღებს უნდა დავუმატოთ სავარაუდოდ XI საუკუნეში ციხის ტერიტორიაზე აგებული მერე მცირე ზომის ეკლესიაც, რომელიც, როგორც ქართველი ხელოვნებამთცოდნეები ვარაუდობენ, მურვან კავკასიძეს XIII საუკუნის მეორე ნახევარში უნდა განეახლებინა. ამას თუ დავუმატებთ ეკლესიის კედლებზე ბოლო დრომდე შემორჩენილ XIV-XVI საუკუნეების ნაკაწრ წარწერებს, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციხე მოქმედი იქნებოდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში და როგორც ოსმალური წყაროებიდან ირკვევა, მან ფუნქციონირება შეწყვიტა მხოლოდ მაშინ, როდესაც ოსმალებმა საბოლოოდ შეძლეს ტაოს აღება (1549 წ);
– ციხის შუა ნაწილის განახლება (რომელიც ბრიუსელის ლაბორატორიამ 1200-1270 წლებით დაათარიღა) ემთხვევა თამარის ეპოქას (“ოქროს ხანას”) და მის შემდგომ პერიოდს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო გააქტიურებულია ამ მიმართულებით (ქართველთა მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, ბასიანის ბრძოლა, ქართველთა ლაშქრობები ხლათში და ა.შ.). შესაბამისად, ამ ლაშქროებების დასაორგანიზებლად საჭირო იქნებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარე “კავკასიძეების” ციხის გამაგრება/რესტავრაცია;
– ციხის ზედა ნაწილის განახლება/მიწისა და ქვებისგან პლატფორმის შექმნის (რომელიც ციხის ტერიტორიის გაფართოებას ემსახურებოდა) თარიღი კი (რომელიც ბრიუსელის ლაბორატორიამ დაათარიღა 1270-1320 წლებით), ემთხვევა ადგილობრივი ფეოდალის მურვან კავკასიძის მიერ ციხის ეკლესიის რესტავრაციის თარიღს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მურვან კავკასიძემ XIII საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიის განახლების გარდა ციხის ზედა ნაწილიც შეაკეთა/გააფართოვა.
კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება ბრიუსელის ლაბორატორიის დასკვნების მიხედვით, მაგრამ მათზე უფრო ვრცლად წიგნში ვიმსჯელებთ, რომელიც ამ ციხის ისტორიას ეძღვნება და რომელზეც ახლაც ვმუშაობთ.
მანამდე კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ ბიზნესმენს Cahit Dogan-ს, რომელმაც სრულად დააფინანსა ზემოხსენებული ლაბორატორიული კვლევები ბრიუსელში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს თავისი მნიშვნელობით უნიკალური კვლევის შედეგები.
ასევე დიდი მადლობა თავად ლაბორატორიას და ბრიუსელში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს რეზო ბეროზაშვილს, რომელიც დაგვეხმარა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.
მართალია ციხე წყალში ჩაიძირა, მაგრამ მისი ისტორია ცოცხალია. კიდევ ბევრი სიახლე გველის ამ მიმართულებით.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved