• რეკლამა
  • კონტაქტი
11:56, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი დღე სამ შვილთან ერთად – მამის წერილი – “ნამდვილი ამბავია, იეს! ცოლი!”

ალია ავტორი - ალია
01:48 05-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
513

ლექტორი, შოთა როდინაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ნამდვილი ამბავი – აუცილებლად წასაკითხი!

უცნაურად დაიწყო ჩემი დღე… აღმოჩნდა, რომ სამ ბავშვთან მარტო ვრჩები: მე უნდა მივხედო, მე უნდა ვაჭამო, გამოვუცვალო, დავბანო, დავვარცხნო, გავართო… ამავდროულად შევინარჩუნო ჰიგიენა სახლში და შევასრულო ის მოვალეობები, რაც ეპიდემიის დროს დამეკისრა როგორც მასწავლებელს…


დავიწყე ბავშვებისთვის საღამურების გახდით და საშინაო ტანსაცმლის ჩაცმით, ჯერ ერთს გამოვუცვალე, მერე მეორეს… მესამესთან ცოტა მეტი სამუშაო დამხვდა, თუმცა როგორღაც ამასაც გავუმკვლავდი. დავბანე, გავამშრალე, ისევ შევმოსე პამპერსითა და ოდნავ გოგოშკური ტანსაცმლით… (მეამა…კიდევ კარგი მესამე მაინც გოგოა…


შემდეგ პირის დაბანის და კბილების გახეხვის პროცედურებს შევუდექით: ხელების საპნით დაბანა ჩემი დახმარების გარეშე შეუძლებელია, თუმცა კბილები დამოუკიდებლად გაიხეხეს, შევუმოწმე – არა უშავდა.


ამის შემდეგ თმის მოვლაა – ო, არა! სანამ ბიჭებს დალალებს ვვარცხნიდი და ვაწესრიგებდი, გოგომ დრო იხელთა და საწყობში შეიპარა… სრულიად თეთრი, ფქვილში ამოსვრილ-ამოგანგლული გამოვათრიე იქედან…ხელში ფეხსაცმლის მაშველი ეჭირა – ასევე თეთრი. საოცარი სანახაობა იყო – წამწამებს საყვარლად აფახურებდა და თან თვრამეტივე კბილს ძალად მიჩვენებდა – აშკარად მიხვდა დანაშაულს როცა გაფითრებულ სახეზე შემომხედა, თუმცა მოჩვენებითი სიმშვიდით გაღიმებას ცდილობდა…

დავბანე, გავფერთხე, გავწმინდე…

იქვე დამებადა იდეა რომ მის თავზე ორი კიკინა დამესვა…

გადავჩხრიკე მთელი სახლი რომ ორი თმის რეზინი მეპოვა – უშედეგოდ! მხოლოდ ერთი ვნახე…

როგორღაც 10 წუთიანი მეცადინეობითა და ძალისხმევით მოვუყარე თმის ბულულს ერთად თავი და პატარა კოსოლა კიკინა აღვმართე თავზე – ოდნავ გვერდზე მომივიდა, თუმცა მაინც უხდებოდა…


ბიჭები ამ დროს უკვე ტელევიზორებთან იყვნენ გადანაწილებული – ერთი „მაინქრაფთის“ მორიგი საზიზღრობით ერთობოდა, მეორე კი „გრენის“ მოახლოებას განიცდიდა და ცმუკავდა…

ამ ყველაფრის ფონზე თავგანწირული „ბეიბი შარქ“ ჭექდა ჩემს ტელეფონში, რომელიც იატაკზე, ქოთნის უკან მიეგდო გოგოს სანამ ფქვილის აბაზანებს მოიწყობდა!


დაღლა შემეპარა… დავიძაბე – „100 თვალისა და 100 ყურის“ მნიშვნელობა გავიგე თუ რას ნიშნავდა…


შემდეგ იყო მარწყვის ჭამა – სამ ჭიქაში გადანაწილება ისე რომ ყველას თანაბრად შეხვდეს წვენიც და მარწყვიც… ოდნავ თვალის არიდება და მარწყვის მოზრდილი ნაყოფი გოგოს შუბლზე და თმაზე წითელ კვალს ტოვებდა… ასე საგულდაგულოდ დავარცხნილ თმაზე!

თავს შემოვუძახე – დავბანე ისევ, ვაჭამე, ისევ დავბანე სამივე…


ამას მოჰყვა პამპერსის გამოცვლა, დაღვრილი წყლის აწმენდა, დივნის უკან გადავარდნილი სათამაშოს ცოცხის ტარით გამოთრევა, პულტის დაკარგვა და საყოველთაო ძებნა… უჰ!


გულმა სიხარულის ბიძგებით მაუწყა რომ გოგონას შუადღის ძილის დრო იყო: ისევ მოვამზადე, შევხსენი კიკინაც… ბიჭები ისევ გადავანაწილე ტელევიზორებთან, პულტებს ისე იყენებენ, როგორც სააკაძე – ხმალს…

დავუბარე რომ კარები ჩემს გარეშე არავის გაუღონ, რომ მშვიდად იყვნენ, რომ საღამოს სასეირნოდ გავიყვანდი და ათასი რამ შევპირდი კიდევ…
დავწექით…

ო, რა სასიამოვნოთ გავიშხლართე და გავსწორდი წელში… მეც დამეძინა… ალბათ 10 წუთი მეძინა რომ შემოვარდნენ ტელეფონი გირეკავსო.

წამოვვარდი, შინაგანად მაინც აფორიაქებული ვიყავი: ცოლი იყო, როგორ ხართო, კარგად მეთქი… ჯერ კარგა ხანს ვერ მოვალო – დამამშვიდა… რას ვიზამდი, სამსახური სამსახურია…


ავდექი: 10 წუთი საკმარისი აღმოჩნდა რომ ცოტა სიმსუბუქე მეგრძნო… მოშიებოდათ ბიჭებს: წიწიბურა და მაწონი ვაჭამე, მაგრამ შემწვარი კარტოფილიც გვინდაო! კი მეთქი: შევუწვი და ისევ გავანაწილე თანაბარ პორციებად, გავუგრილე, ტყემალი მოვუსხი, ჩანგლები მივაწოდე და თითო ნაჭერი სულგუნიც შემოვუწყე თეფშებზე. შეჭამეს


ტელეფონზე 6 მესიჯი დამხვდა სტუდენტებისგან: შევეცადე მეპასუხა და თან ადეკვატურიც ვყოფილიყავი…


სამზარეულოსკენ გავაპარე თვალი: ნიჟარა სავსე იყო დასარეცხი ჭურჭლით… შემოსასვლელში დაფშვნილ ორცხობილას მადიანად მიირთმევდნენ ჭიანჭველები…

ის-ის იყო მოვასუფთავე იატაკი რომ მეზობლის საძინებლიდან „დრელის“ არაამქვეყნიური ხმა გაისმა… ჩემმა გოგომ საძინებლიდან ბანი მისცა: კიდევ კარგი ერთი საათი მაინც ეძინა! არადა, რამდენი რამის გაკეთებას ვაპირებდი მის ძილში.


ისევ გამოვუცვალე, ისევ დავვარცხნე, ისევ ვაჭამე. ბიჭები ამ დროს ხატვაზე იყვნენ გადასულები და ჩემთვის აღარ ეცალათ: ირგვლივ ფანქრები და ფანქრის ნათალი ეყარა: დღეს 26 მაისია და საქართველოს დროშას ხატავდნენ: მესიამოვნა, ამიტომ მოუწესრიგებელი გარემო ამჯერად ვაპატიე. მაგრამ როცა გოგომ ფანქრებით იატაკის მოხატვა დაიწყო – უკვე წითელი ამენთო! მაინც მოვთოკე თავი! მაინც თანამედროვე მამა ვარ – ვალდებული ვარ შემწყნარებელი ვიყო!


შემდეგ იყო ზარი ტელეფონზე რომ რაღაც გადამეგზავნა, ისევ ჭამა, ისევ 1000 შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ისევ საპირფარეშოდან ძახილი რომ უკვე დაასრულეს…


…და ამ ყველაფრის ფონზე ჩემს გონებას არ ტოვებდა ფიქრი საგამოცდო ტესტებზე: რომ ამჯერად არა 4, არამედ 6 ვარიანტია მოსამზადებელი თითოეული ჯგუფისთვის…


ტელევიზორიდან კი ისევ მესმის:
-ჯონი, ჯონი!
-იეს, ფაფა!
-ითინგ შუგარ?
-ნოუ, ფაფა1
-თელინგ ლაის?
_ნოუ ფაფა!
-ოუფენ იორ მაუth! (ამ დროს მეც ინსტინქტურად ვაღებ პირს და ვამბობ:
-ჰა, ჰა, ჰა!
კარზე ზარია!
იეს!
ცოლია!”

პატარა როდინაძეები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved