• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, შარშან, ნიკა მაჭუტაძე დამიკავშირდა და…” რას წერს მალხაზ პატარაია

ალია ავტორი - ალია
16:28 05-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,020

აფხაზთა კრების თავმჯდომარე, მალხაზ პატარაია:

“გარიცხვებში რა მაგრები ვართ? არავინ კითხულობს რატომ და როგორ მივიდნენ აქამდე. ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. შარშან, როდესაც ცნობილი გახდა რუსების სიმხეცეების შესახებ ბუჩაში, პუბლიკაციები გავაკეთე აფხაზეთში ქართველების გენოციდის თაობაზე. ნიკა მაჭუტაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჰქონდა სურვილი ამ თემაზე მოემზადებინა პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. უარს როგორ ვეტყოდი. შევხვდით, ჩვენს ოფისში ვისაუბრეთ, ყველა მასალა გადავეცი. დამპირდა, რომ ტექსტს გააკეთებდა და გადმიმიგზავნიდა. რამდენიმე დღეში კიდევ ერთი შეხვედრა გვქონდა მის კაბინეტში პარლამენტში. ყველა დეტალი შევათანხმეთ. ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი. თურმე, ფრაქციითვისაც უთქვამს და ისინი მხარს უჭერდნენ. შევთანხმდით, რომ რეზოლუციის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახით რედაქტირებისთვის საღამოს გადმომიგზავნიდა, შეგვეტანა მისი და აფხაზთა კრების სახელით ორიოდე დღეში, აღდგომის წინა ორშაბათს. ვისაუბრეთ აგრეთვე იმაზე, თუ როდის და როგორ მოხდებოდა პროექტის განხილვა ბიუროზე დღის წესრიგში შესატანად და კომიტეტებში. ტექსტი უკვე მზად იყო და შემპირდა რომ იმავე საღამოს საბოლოო ვერსიას გამომიგზავნიდა. არც ორშაბათს და არც შემდეგ ორშაბათს და არც არასდროს ტექსტი არ მიმიღია. ნიკა ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, დღემდე არ ვიცი. ტელეფონის ზარებზე არ მპასუხობდა, თავად არ მეხმიანებოდა. ბოლოს ჩვენს საერთო მეგობრებსაც ვთხოვე მასთან დაკავშირებდა, მაგრამ რაღაც გაურკვეველ პასუხებს იძლეოდა და მათაც თავი დაანებეს.

ახლა მაქვს ერთი მარტივი კითხვა და იმედია ვინმე მიპასუხებს: ვინ დაბლოკა პარლამენტში რეზოლუცია რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებული ქართველების გენოციდის აღიარების შესახებ, თავად ნიკამ, ფრაქციამ თუ კიდევ ვინმე სხვამ?”

თეგები: მალხაზ პატარაიანიკა მაჭუტაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved