მამუკა ჯუღელი, აქვეყნებს სქრინებს და წერს:
“ცალსახად პოზიტიური და კარგი ამბავია, რომ ნიკა მელიამ დისკუსიაში სოციალური პრობლემებიც შემოიტანა, მიუხრდავად იმისა მე მჯერა თუ არა მისგან ამ დაპირებების შესრულების.
უცნაურობა კი ის არის, რომ ჩვენთან მნიშვნელობა არა იდეებს აქვს, არამედ იმას თუ ვინ აჟღერებს ამ იდეებს.
ერთდროულად შეგვიძლია შალვა ნათელაშვილს სკოლებში უფასო კვებაზე საუბრის გამო დავცინოდეთ, ჯეჯელავას მისი მცირე ჩანასახის ინიცირებისთვის ვაკრიტიკებდეთ და ნიკა მელიას ნათქვამს სერიოზულ სადისკუსიო საგნად ვაქცევდეთ…
პ.ს. ეს პროგრამები თუ მოგწონდათ ხალხო მოგეცათ ხმა”



კომენტარები