• რეკლამა
  • კონტაქტი
23:21, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთადერთი ვინც გადაარჩენს და განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის დამოუკიდებლობას, თქვენ ბრძანდებით – ლექსო რაფავას წერილი მიხეილ სააკაშვილს

ალია ავტორი - ალია
20:42 12-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

ერთადერთი ვინც გადაარჩენს და განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის დამოუკიდებლობას, თქვენ ბრძანდებით – თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქუთაისის N2 დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს. ბატონო პრეზიდენტო!

როგორც ერთ-ერთმა რიგითმა ქართველმა მინდა მოგმართოთ და მადლობა გითხრათ იმ ჯვარცმისა და გოლგოთის გზის გავლის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოგიწყოთ და 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, იმ დროს, როცა პირველად წარდექით ქართული მართლმსაჯულების წინაშე და მთელი მსოფლიო გისმენდათ, ახსენეთ ჩემი სახელი, თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა.

მიუხედავად იმ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო განზრახ უკანონო დაკავებისა და დაპატიმრებისა, ამაყი ვარ დღეს.

ბატონო პრეზიდენტო! მხოლოდ იმის გამო, რომ ვემსახურებოდი თქვენს მიერ შექმნილ ძლიერ და თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს კეთილსინდისიერად და კანონიერად ვიცავდი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად დავრჩი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ანუ თქვენი ერთგული და მხრდამჭერი, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქართული სახელმწიფო საფრთხეშია, ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას განმტკიცების ნაცვლად დასუსტება და დაკარგვა ემუქრება. ერთადერთი ვინც გადაარჩენს და განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის დამოუკიდებლობას, თქვენ ბრძანდებით.

ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მომავლისთვის, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ბრძოლაში საქართველოს და თქვენს გვერდით ვართ. უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, თქვენ და სრულიად საქართველოს.

პატივისცემით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქუთაისის N2 დაწესებულების პატიმარი, თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა, – ვკითხულობთ წერილში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved