• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთადერთი სარგებელი, რაც აქედან შეიძლება მივიღოთ ისაა, რომ გაიზრდება “ოცნებით” უკმაყოფილოთა რიცხვი” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
05:02 12-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,530

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ძალიან მოკლედ განათლების ე. წ. რეფორმის თაობაზე.

აქ იკვეთება ორი კომპონენტი.

პირველი, ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, გასაგებია: კონტროლი და ცენტრალიზაცია. საბაზო მოდელად და ერთგვარ იდეალად აღებულია საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა, უფრო სწორად რეფორმის მამების და დედების ცოდნა და წარმოდგენა საბჭოურ სისტემაზე. რეფორმის დევიზად თამამად შეიძლება გამოეყენებინათ ბენიტო მუსოლინის ფრაზა: “ყველაფერი სახელმწიფოს, სახელმწიფოსგან და სახელმწიფოსთვის”. ცხადია ამ შემთხვევაში ვამბობთ სახელმწიფოს და ვგულისხმობთ ხელისუფლებას. ეს ორი ცნება ოცნების მმართველობაში არ განირჩევა ერთმანეთისგან.

მეორე კომპონენტი კი არის უბრალოდ განსაცვიფრებელი არაკომპეტენტურობა და ელემენტარული რაღაცეების არცოდნა, რის გამოც გამოცხადებული ცვლილებების მექანიზმი ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანი და გაუგებარია, ანუ არავინ იცის რა როგორ იქნება. რეფორმა არის სრულიად გაუთვლელი, არ ეყრდნობა კვლევებს და მონაცემთა ანალიზს, არამედ მხოლოდ სუბიექტურ წარმოდგენებს და შეხედულებებს. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს და ზეგ კიდევ სხვას. მოკლედ, როგორც “რეფორმატორთა” იდეალად დასახულ საბჭოთა საქართველოში იტყოდნენ, ტყემალზე ზიან და ბლის კურკებს ისვრიან.

კარგი რომ არაფერი მოყვება ასეთი “რეფორმის” განხორციელებას, მაგაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ერთადერთი სარგებელი, რაც აქედან შეიძლება ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს, ისაა, რომ შესამჩნევად გაიზრდება ოცნების მმართველობით უკმაყოფილოთა რიცხვი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved