აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან თქვა:
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ერთად შეთანხმდნენ გზაზე, რაც არის 19 აპრილის შეთანხმება და რომელიც გამოყოფს ყველა იმ რეფორმას, რაც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ გააძლიეროს ქვეყანაში დემოკრატია და ეკონომიკა. ამისთვის არსებობს ყველა მექანიზმი და ეს არის რეფორმები, რომლებიც საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, ეს არის პოლიტიკური ნება და თუ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, მათ აქვთ ამის გაკეთების გზა.
კომენტარები