• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთადერთი პაუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო – „ქართული ოცნება“, ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ჩვენი ხელისუფლების, თქვენი და ჩვენი ყველასი ერთად – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:35 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ერთადერთი პაუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო – „ქართული ოცნება“, ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ჩვენი ხელისუფლების, თქვენი და ჩვენი ყველასი ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველი გუნდის მიღწევებს სჭირდება  შენარჩუნება და განვითარება.

„ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციური გეგმების განხორციელებას, რაც გულისხმობს 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას, როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის შენატანებით. მთავრობა მობილიზებას გაუკეთებს დაახლოებით 1 მილიარდ ლარს, 1300-ზე მეტ ახალ საწარმოს დავაფინანსებთ და შეიქმნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, 32 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფინანსდება გზებისა და ხიდების მშენებლობა. რეალურად, ჩვენ შევცვლით მთელი ქვეყნის ლანდშაფტს და სურათს და საქართვლო გახდება ევროპული ტიპის სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება. გვაქვს გეგმები ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ კიდევ უფრო ხარისხიანი სერვისი ჩვენს მოქალაქეებს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დროს, ერთდერთი უიშვიათესი გამონაკლისი პერიოდია, როდესაც უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა აქვს ჩვენს მოქალაქეებს. ბოლო 8 წლიანი პერიოდი არის ერთდერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და გურულებმა, ჩვენ ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი. ჩვენმა მოსახლეობამ ნახა და გამოცადა ყველაფერი, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთსა და ოსეთში, ახლაც ომი ცხინვალის რეგიონში, ამიტომ, ერთადერთი პაუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო, „ქართული ოცნება“. ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ჩვენი ხელისუფლების, თქვენი და ჩვენი ყველასი ერთად.

ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, სჭირდება განვითარება, მხოლოდ განვითარება, განვითარება და განვითარება. მხოლოდ შრომით შევძლებთ პროგრესის მიღწევას. გვჭირდება 24 საათიანი მუშაობა. ამიტომ, ადგილობრივი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ირჩევთ თქვენს მსახურს რეალურად. მოსახლეობა ირჩევს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მოემსახურება 24 საათის განმავლობაში თავის მუნიციპალიტეტს, მოსახლეობას. მე მინდ ბატონ ირაკლი კუჭავას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ერთგულად  ემსახურა საკუთარ მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამი ელი აღარ გვექნება არჩევნები და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რეალური საქმე ვაკეთოთ, რომელიც მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ქვეყნის საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მოსახლეობა ბოლომდე უნდა დავუდგეთ გვერდში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved