პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს მიმართა:
“პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა “ქართული ოცნებიდან” – და 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთ, ეს ხომ თქვენი სიტყვებია, ბატონო ალეკო? ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ…
რა გაცინებთ?! თქვენ ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე. აი, რა გაცინებთ?! რა თავს აქიცინებთ?! თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი.
თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ, ბატონო ალეკო. ვითომ წუხართ ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთი კაცი ხართ ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას თავის სამინისტრო ქონოდა. თქვენ ხართ კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არის უკულტურობა. ენა იმისთვის არ მიუცია ადამიანისთვის ღმერთს, განსაკუთრებით კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს”
კომენტარები