• რეკლამა
  • კონტაქტი
14:43, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:51 01-21-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

შექმნილი კრიზისში გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართისას ისაუბრა, სადაც მაყურებლების კითხვებს უპასუხა.

სალომე ზურაბიშვილი შეფასებით, “ოცნების” ხელისუფლებას ლეგიტიმაციაც აკლია და კრიზისის გადალახვის უნარიც, რის გამოც ქვეყანაში არსებული პროტესტი და საზოგადოებრივი უკმაყოფილება კიდევ უფრო ღრმავდება.

მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ დაკარგა საზოგადოების დარწმუნების შესაძლებლობა, რომ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა აქვს, ხოლო ასეთ ვითარებაში ერთადერთი დემოკრატიული გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ერთიან ორგანიზმად არ არსებობს, თუმცა პოლიტიკური პროცესები გარდაქმნის ეტაპზეა და საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის მშვიდობიანად გადატანა.

ის ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, არც ლეგიტიმურია და არც აქვს იმის უნარი, რომ ეს კრიზისი გადალახოს. ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში, პირველი და ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ გადალახო ეს კრიზისი, რომელიც გამოხატება პროტესტში, მაგრამ არა მხოლოდ, გამოიხატება იმ ყველაფერში, რაც დღეს ვამჩნევთ, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს საშუალება, რომ თავისი საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ მას აქვს რამე მომავალი და ამ ქვეყანაში ნამდვილად ქმნის რამე პერსპექტივას. გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი – ახალი არჩევნები.

ერთი ასეთი ორგანიზმი, რომელსაც ჰქვია ოპოზიცია – არ არსებობს. არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლის მიმართ არის შედარებით შემცირებული ნდობა. ახალი პოლიტიკური პარტიები არსებობენ, რომლის მიმართ არ არის ასე შემცირებული და ალბათ, რომ იზომებოდეს, მზარდია მათ მიმართ ნდობა, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღეს მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მთლიანად გაუძლოს ამ დღევანდელ მდგომარეობას. ის პარტიები, რომლებსაც სჭირდებათ გარდაქმნა, ალბათ გარდაიქმნებიან მომავალში. ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved