• რეკლამა
  • კონტაქტი
04:34, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთადერთი ადამიანი ვის გამოც ამ პარტიაში მოვედი – ციხეში ზის” – ანი წითლიძე

ალია ავტორი - ალია
21:42 01-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
427

დეპუტატი, ანი წითლიძე:

“შიდა პარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო, რადგან რაც ახლა ხდება ჩემი პარტიის ირგვლივ არის ის რასაც არ ვისურვებდი.

მაგრამ რადგან დღეს ზუგდიდის ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ნიკა მელიას, ზუგდიდის პარტიის მეორე ნაწილმა კი ვინც ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს ბრიფინგითვე უპასუხა – მე კი არც ერთზე არ ვიყავი,ბევრს კითხვები გაუჩინა და ჩემი პოზიციით დაინტერესდა.

ამიტომ მნიშვნელოვნად ვთვლი განმარტებას და ამაზე მეტს არ ვისაუბრებ.

ზუგდიდის პარტია დიდია და რა თქმა უნდა განსხვავებული აზრი აქაც არსებობს, პარტიაში არიან ოთხივე კანდიდატის მხარდამჭერები და მე თითოეული მათგანის არჩევანს პატივს ვცემ. ვის მეტი ვის ნაკლები ამას არჩევნების შედეგები გამოაჩენს.

მიუხედავად იმისა რომ ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ვარ – მე არც ერთი ჩემი პარტიის წევრისთვის არ მითქვამს ვის უნდა მისცენ ხმა. ამას ნებისმიერი დამიდასტურებს.

ვთვლი რომ არჩევანში ყველამ საკუთარი სინდისის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

მე როგორც ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს სამეგრელოდან, არ მაქვს უფლება ვისაუბრო რომელიმე მათგანის სახელით, მე ხელი უნდა შევუწყო ყველას რომ საარჩევნო მუშაობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მე ვარ და ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატის მხარდამჭერისთვის რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ.

ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატისთვის რომ არც ერთი ხმა არ დაკარგონ.

სამართლიანი მე ეს მგონია.

მაგრამ

მე არ ვაპირებ ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ.
არა მხოლოდ იმიტომ რომ ორივე მხარეს არიან ჩემი უახლოესი მეგობრები. წარმოუდგენლად მტკივნეულია და კატეგორიულად მიუღებელია ერთმანეთის ლანძღვა, მელიას ღალატში, ან მეორე მხარის ღალატში და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დადანაშაულება.

ამით საერთო საქმე კნინდება.

მე არ ვეთანხმებოდი ამ ყველაფრის ასე დაწყებას, არც დროში, არც ფორმაში მაგრამ ასევე არ ვეთანხმები იმას რა სახეც შემდეგ კამპანიამ მიიღო.

ჩემი შიმშილობის დასრულების დღეს მე ვისაუბრე და ვისურვე სიძულვილის, ბოღმის, ზიზღის დასრულება ამ ქვეყანაში – საპირისპიროში ჩემი პარტიის შიგნით მონაწილეობას მე არ მივიღებ.

არც ერთი მათგანი არც ერთი მხრიდან არ მგონია მოღალატე, ყველას წვლილს ვაფასებ, ყველას უარყოფითიც ვიცი. ამაზე უფრო მეტს ქოცების გულის გასახარად საჯაროდ არ ვილაპარაკებ.

ერთადერთი ადამიანი ვის გამოც ამ პარტიაში მოვედი 2012 წელს – ციხეში ზის და სიკვდილს ებრძვის.

ამ არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გამარჯვებულს უნდა მიულოცოს და ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ერთად გავაგრძელოთ. ამ წესს ვინც დაარღვევს ჩემთვის ეგ იქნება მიუღებელი.

როგორიც არ უნდა იყოს მოცემულობა ამ არჩევნებიდან პარტია გამოვა გაძლიერებული.

მე ძალიან ბევრს დავდივარ სამეგრელოში. ველაპარაკები ხალხს.

ხალხს რაც სჭირდება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ერთიანი ბრძოლა რუსული ოცნების წინააღმდეგ მიშას და ამ ქვეყნის გასათავისუფლებლად.”

თეგები: ანი წითლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved