• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთ წელში 24 მოკლული ქალი – ომბუდსმენის 5 რეკომენდაცია, რომელიც არ სრულდება

ალია ავტორი - ალია
17:47 06-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ, წერია:

 

“წინა წლების მსგავსად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სრულყოფილად არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.  2023 წელს სამუშაო ჯგუფმა წინა წლების მსგავსად, შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტის პროექტი სისხლის სამართლის კოდექსის 137-139-ე მუხლებში ცვლილებების შესატანად, თუმცა სახელმწიფოს კანონპროექტის დასამტკიცებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ასევე, კანონი კვლავ არ ითვალისწინებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის, სქესობრივი დანაშაულის შედეგად დაზარალებულის დაკითხვის დისტანციურად ჩატარების ან ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან დროებით გაყვანის შესაძლებლობას. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ შესულა შესაბამისი ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესში. ასევე, კომპენსაციის მიმღები პირების რაოდენობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია საზოგადოების მეტად ინფორმირება ამგვარი შესაძლებლობის შესახებ.

კვლავ არ დამტკიცებულა სოციალური მუშაკებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მუშაობისთვის სპეციალური სახელმძღვანელო წესები.

წლების შემდეგ, დაგვიანებით დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ დოკუმენტი, რომელიც ზოგადად ეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ადრეული გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში უწყებების უფლებამოსილებებს და მათი კოორდინაციის საკითხს. აღნიშნული დოკუმენტი არ ითვალისწინებს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პრევენციისთვის სახელმწიფო უწყებების მიერ გადასადგმელ კოორდინირებულ ნაბიჯებს.

დადებითად უნდა შეფასდეს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების გაზრდის მიზნით რისკის შეფასების დოკუმენტის გადახედვა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მორგება, რის შედეგადაც გაზრდილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე GPS მონიტორინგის გამოყენების მაჩვენებელი.

თუმცა საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა არასათანადო საფუძვლით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ზოგიერთ საქმეში რისკის შეფასებაზე უარის თქმა.

პრობლემად გამოიკვეთა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რიგი საქმეების არასათანადო/არასრულყოფილი გამოძიებაც, რის გამოც, საქმის საპროცესო ზედამხედველ პროკურორს უწევდა მითითებების გაცემა.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამებში მოძალადეთა ჩართულობის გასაზრდელად. ასევე, არ შემუშავებულა ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამა იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც დამცავი ორდერია გამოცემული.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 16 შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. ხოლო მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტიდან 20 ოჯახის წევრმა ჩაიდინა.” ნათქვამია ანგარიშში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved