• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, სამშაბათი, 29 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით, რაც თავს გადამხდა” – ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
17:58 07-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

სინდისის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს:

გამარჯობა ჩემო მეგობრებო. როგორ ხართ? მე არც კარგად ვარ და არც ცუდად. სადღაც შუაში, მაგრამ მაინც ბრძოლის ხასიათზე (რა თქმა უნდა, მშვიდობიანი).

მინდა, გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს. როცა პატარა ვიყავი დედაჩემს ვკითხე – დაბადების მოწმობაში გაგრა, დაბა განთიადი რატომ მიწერია-მეთქი. მან ასეთი პასუხი გამცა, როცა აფხაზეთს დავიბრუნებთ იქ ჩვენი სახლი გვექნებაო. 

ჯერ იმას ვიტყვი – რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და მერე – მეც დევნილი ვარ. როცა ვუყურებ ამ შემზარავ კადრებს, თვალჭრელიძის ქუჩის ხალხს როგორ ყრიდნენ პირდაპირი მნიშვნელობით, ღია ცის ქვეშ დატოვეს 200-მდე ოჯახი, ბავშვებით – ეს არაადამიანობაა.
მე ციხეში ვარ, ლიმიტიც არ მქონდა, რომ დამერეკა და ამ ამბავს გამოვხმაურებოდი. რუსთაველის მცველებისთვის მეთქვა, რომ მისულიყვნენ მათთან, რადგან თავი არ ეგრძნოთ მარტო.
ახლა შანსი მაქვს და მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო თვალჭრელიძის მცხოვრებ მრავალშვილიან დევნილ ოჯახებს და მოგმართავთ თქვენ, მე ნიკოლოზ ჯავახიშვილი, მართალია, პატიმრობაში ვარ, მაგრამ მაინც თქვენთან ერთად ვარ. ევროპული მომავლის მცველებს, რუსთაველის მცველებს მინდა, თხოვნით მოგმართოთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხმა ამ ადამიანებამდე მივიდეს და გთხოვთ, მიაწვდინოთ ჩემი ხმა. ძალა ერთობაშია! 

წარმოიდგინეთ სიტუაცია – მე ვარ დევნილი, ავიღე კრედიტი (დაახლოებით, მაგალითად: 10 000 ლარი) და ბინას ვარემონტებ, რომ საცხოვრებელი პირობები მქონდეს ოჯახისთვის (მე ჩემი სახსრებით ვაკეთებ, იმის მაგივრად, რომ ვითომ ხელისუფლება დამეხმაროს). შემდეგ მოდიან ნიღბიანები სახლიდან მაგდებენ, ნივთებს ყრიან; იმ ფულსაც მპარავენ, რომელიც გადანახული მაქვს, რომ კრედიტი გადავიხადო; სახლსაც ანგრევენ, მატყუებენ, რომ ფული და ბინა შემომთავაზეს. ამ დროს “TV იმედი” დადის და ხალხს ფულის სანაცვლოდ ეუბნებიან, მათი დაწერილი ტექსტი წაიკითხონ. ამას დამატებული – მრავალშვილიან და დევნილ ადამიანებს იჭერენ (აქტივისტებთან ერთად), ასამართლებენ ადმინისტრაციულით და უსახლკაროს 2 000-ლარიან ჯარიმას უწერენ. რატომ? – ყველაფერს იმიტომ ვწერ და ვკითხულობ, რომ წარმოსახვა შეგიცვალოთ, ვისაც არ გესმით, არ ხედავთ, არ იგრძნობთ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, სად ვცხოვრობთ. 

მე როდესაც აქციებზე დავდიოდი, მარტო რუსულ კანონს არ ვაპროტესტებდი; ან მარტო ევროპა კი არ მინდოდა, მე მსურს სამართლიანი, განვითარებული ადამიანის უფლებებით დაცული, კორუფციისგან დაცული, განათლების რეფორმით, გაჭირვებისგან დაცული ქვეყანა და ეს მინდა, იცოდეს ყველამ, რაც გვსურს ჩვენ, ვინც ჩვენზე იძახის გიჟები არიანო. არა, ჩვენ არც გიჟები ვართ და არც მოძალადეები. ჩვენ ადამიანები ვართ, ვისაც სჯერა და სწამს, რომ საქართველო უკეთესს იმსახურებს, ვიდრე დღევანდელი მაჩვენებელია, ქართველი ხალხი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე ახლაა. 

ვერ შევეგუები იმას, რომ ბებია თავისი პენსიით წამალს ძლივს ყიდულობს და შვილიშვილისთვის ვერაფერს ყიდულობს; ვერ შევეგუები იმას, რომ მოძალადეები თავისუფლები არიან და ჩვენ, ვისაც ერთმანეთის სიყვარულის, გვერდში დგომის, შრომის და კეთილდღეობის მშვიდობიანი პროტესტის გარდა არაფერი გვიკეთებია, ციხეში ვართ. (როგორც კობახიძე იტყოდა, პრევენციის მიზნით, ნუ 8 თვეა მაგას გავიძახით, რომ უსამართლოდ ვართ ციხეში). 

ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით, რაც თავს გადამხდა. 2 წლის წინ 2023 წლის ზაფხულში ბაზარში ვიყავი. სამგორის მეტროსთან მეგობარს ველოდებოდი. უცებ გამოჩნდნენ მუნიციპალური ინსპექციიდან, ბებიებს და ბაბუებს ყრიდნენ ვინც გარე ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი. ჩემ წინ ერთი ბებო იჯდა, დაახლოებით 85 წლის, ვაშლს ყიდდა. მივიდა ის კაცი და უთხრა – აალაგე და წადიო. 

ბებო ვერ დგებოდა ფეხზე, ყავარჯენი გადაუვარდა და სთხოვა მიეწოდებინა. ამ კაცმა ფეხი წაურტყა ვაშლით სავსე კალათაზე და სულ მიმოფანტა. მივვარდი – რას აკეთებ-მეთქი, დავუყვირე. აგრესიული პასუხი დამიბრუნა, შენ ვინ გეკითხებაო. თავი დავანებე, რადგან ვიცოდი, ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და მასთან პრობლემას ვამჯობინე ბებოსთვის მიხმარება. ნუ გეშინია-მეთქი, დავამშვიდე, ავკრიფე ვაშლები კალათაში ჩავუწყვე, ტიროდა, სალფეთქი მივაწოდე. ცრემლის მოიწმინდა და მადლობები გადამიხადა.

წყლის სავსე ბოთლი ჰქონდა. ვაშლს წყალი გადაავლო და მთხოვა, რომ გამომერთმია. თქვენი ახალგაზრდების იმედი მაქვს, თქვენ თუ უშველის ამ ქვეყანასო. არასოდეს დამავიწყდება მისი ღიმილიანი სახე. მეც გავუღიმე და ვუთხარი, რომ ის თუ ვერა, მისი შვილები და შვილიშვილები მოესწრებიან იმ დროს, როცა ყველა ბედნიერი იქნება და არ იქნება ისეთი გაჭირვება, როგორიც დღესდღეობით არის. 

პრორუსული არალეგიტიმური, რეჟიმის მსგავსი ხელისუფლება იძახის ეკონომიკური ზრდა გვაქვსო. და აბა, გადახედეთ პროდუქტების ფასებს, შეიხედეთ თქვენს სახლში, თქვენს მაცივარში, გადახედეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეხედეთ გარე ვაჭრობას თითოეულ მეტროსთან. მარტო ჩვენთვის კი არა თქვენთვის და ჩვენი, ყველას საერთო მომავლისთვის ვიბრძვით, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. ამას არ ვიმსახურებთ ჩვენ! დაიმახსოვრეთ სიყვარული, ბედნიერება და თავისუფლება ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანია როგორც არაფერი, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის უნდა იბრძოლო, რომ მოიპოვო და უნდა იზრუნო, შეინარჩუნო.
მიყვარხართ ყველა და იცოდეთ, რომ თქვენი თანამებრძოლი რეჟიმის ტყვე ნიკოლოზ ჯავახიშვილი მუდამ თქვენთანაა! მუდამ ბრძოლის ავანგარდში! ბრძოლა ბოლომდე სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის და გაერთიანებული, ევროპული, დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოსთვის!” – წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები

16:51 07-28-2025
სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში
ახალი ამბები

სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში

16:44 07-28-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:  გაიცანით მარიამ სტურუა
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით მარიამ სტურუა

12:26 07-28-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა:  სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

16:10 07-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved